Home » საზოგადოება » პაატა მანჯგალაძე ვერ იხსენებს იმ ექსპერტების ვინაობას, რომლებზე დაყრდნობითაც დათვალეს საპენსიო სესხის პროცენტი

პაატა მანჯგალაძე ვერ იხსენებს იმ ექსპერტების ვინაობას, რომლებზე დაყრდნობითაც დათვალეს საპენსიო სესხის პროცენტი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ვერ იხსენებს იმ ექსპერტების ვინაობას, რომლებზე დაყრდნობითაც საპენსიო სესხის პროცენტი დათვალეს.

დეპუტატი „ბანკები და ფინანსებთან“ განმარტავს, რომ ბაზარზე საპენსიო სესხის პროცენტი საკმაოდ მაღალია და მისი შემცირება დაახლოებით 10%-ით არის შესაძლებელი.

კითხვაზე, რის საფუძველზე ხდება ასეთი განცხადების გაკეთება, რა გათვლებს ემყარება და რამდენად რეალურია ამის განხორციელება, დეპუტატი გვპასუხობს, რომ ეს ცალკეული ექსპერტების მიერ არის დათვლილი, რომელსაც „სტრატეგია აღმაშენებელი“ დაეყრდნო.

რაც შეეხება იმას, თუ რომელი ექსპერტების მიერ არის ეს დათვლილი, ამაზე მანჯგალაძეს პასუხი არ აქვს.

„არვიცი, 2-3 თვის წინ იყო შეხვედრა, სადაც ექსპერტებმა ეს საკითხი გააჟღერეს. მაშინ ითქვა, რომ  საპენსიო სესხის 26%-მდე შემცირება რეალისტურია, ვინ იყვნენ არ მახსოვს. თუ შემოვა ჯანსაღი კონკურენცია 25-26 პროცენტამდე მოხდება  დაწევა,დანარჩენი რა უნდა ვთქვა.

მართლა არ მახსოვს, კი არ ვმალავ ვინმეს, ეს იყო მანამდე, სანამ ამ თემაზე აქტიურად დავიწყებდით მუშაობას,ნამდვილად არ მახსოვს ვინ იყვნენ“, – აცხადებს მანჯგალაძე.

Share