Home » საზოგადოება » პაატა ბაირახტარი: თამბაქოს კონტრაბანდა კიდევ გაიზრდება
პაატა ბაირახტარი: თამბაქოს კონტრაბანდა კიდევ გაიზრდება

პაატა ბაირახტარი: თამბაქოს კონტრაბანდა კიდევ გაიზრდება

 

შემოსავლების სამსახურმა საქართველო-სომხეთის საზღვარზე, სომხეთის ერთი მოქალაქე დააკავეს რომელსაც ქვეყანაში დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი შემოჰქონდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო-საავტომობილო“ დიდი ოდენობით, 22 340 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი საქართველოში სომხეთის მოქალაქეს, გ.ს-ს კუთვნილ ავტომანქანაში, სავარძლების ქვეშ, ძარის კონსტრუქციაში, სათადარიგო საბურავის შესანახ ადგილას, ასევე მანქანის იატაკის ქვეშ მოწყობილი სპეციალური სამალავებით შემოჰქონდა.

კიდევ ერთი არადეკლარირებული თამბაქოს შემოტანის ფაქტი მესაზღვრეებმა საბაჟო გამშვებ პუნქტში „ნინოწმინდა“-ზე აღმოაჩინეს. საქონელი სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქის, კ.მ-ს კუთვნილ ავტომობილში მოწყობილ სამალავებში ჰქონდა განთავსებული. შემოსავლების სამსახურის ცნობით, ორივე ფაქტთან დაკავშირებით, საქმეთა მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

 

თუ რამ გამოიწვია ბოლო პერიოდში თამბაქოს კონტრაბანდის გააქტიურება, ამ კითხვით „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას“ ანალიტიკოსს პაატა ბაირახტარს მივმართეთ. ბაირახტარის აზრით ეს პირდაპირ უკავშირდება, თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის ამ დოზით ზრდას.

 

„ამის შესახებ მე ხელიუფლებას ჯერ კიდევ მაშინ ვაფრთხილდებდი როდესაც ცნობილი გახდა, თუ რა დოზით იზრდებოდა აქციზი ღირებულება თამბაქოზე. შეუძლებელია კონტრაბანდის რისკები არ წარმოიშვას, მაშინ როდესაც შენს მოსაზღვრე ქვეყნებში ერთი კოლოფი სიგარეტი 40-50% -ით იაფი ღირს. სამწუხაროდ მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ფაქტები კიდევ იქნება, რამდენად გაუმკლავდებიან ამ გამოწვევას შესაბამისი უწყებები ეს სხვა საკითხია მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ჩვენ ამ გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით“.

 

ბაირახტარმა ასევე გასული წლების მაგალითებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მსგავსი გამოცდილება ქართულ მხარეს საკმარის აქვს.

 

„ მე მინდა გავიხსენო 2005 წლის პერიოდი, როდესაც თამბაქოს კონტრაბანდა იმდენად მძლავრობდა, რომ ლეგალურ ბიზნეს ჩამოშლის საფრთხესაც კი უქმნიდა. მაშინ კონტრაბანდული თამბაქოს წილი მთლიან ბაზარზე, თითქმის 40 % – აღწევდა და ძალიან რთულად მოხდა ამ შავი ბაზრის ალაგმვა“, – განაცხადა ბაირახტარმა.

Share