Home » საზოგადოება » პაატა ბაირახტარი – ბახტაძეს კვირიკაშვილთან შედარებით პირდაპირი და ხისტი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია
პაატა ბაირახტარი - ბახტაძეს კვირიკაშვილთან შედარებით პირდაპირი და ხისტი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია

პაატა ბაირახტარი – ბახტაძეს კვირიკაშვილთან შედარებით პირდაპირი და ხისტი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია

მამუკა ბახტაძე არის ინოვატორი და ძალიან კარგი ეკონომისტი, კარგი ხედვებით, მას არ აშინებს სიახლეები,“- განაცხადა რადიო კომერსანტთან საუბრისას ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა, პაატა ბაირახტარმა.

მისივე თქმით, ყოფილ პრემიერს გადაწყვეტილებების მიღება უჭირდა.

„გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის დროს ბევრი პოზიტიური ცვლილება განხორციელდა, პირველ რიგში, ეს იყო დედოლარიზაციის პროგრამა, ასევე 4 პუნქტიანი სამოქმედო გეგმა, რომლიდანაც ნაწილმა ვერ იმუშავა, თუმცა იმ კრიზისულ პერიოდში ამ გეგმის მიღება ნამდვილად იყო გამოსავალი. გეგმის ზოგიერთ ნაწილში არსებობდა გარკვეული ნიუანსები,რომლებიც ფუნდამენტურად მცდარი იყო.

რაც შეეხება, მამუკა ბახტაძეს, გიორგი კვირიკაშვილთან შედარებით, მას პირდაპირი და ხისტი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია, რაც არ შეეძლო კვირიკაშვილს, ის საკმარისზე მეტად ფრთხილი იყო გადაწყვეტილებების მიღებისას. 

მამუკა ბახტაძე არის ინოვატორი და ძალიან კარგი ეკონომისტი, კარგი ხედვებით, მას არ აშინებს სიახლეები და  სრულად ვუჭერდი მხარს მის გადაწყვეტილებებს ფინანსურ სექტორში,“ – ამბობს პაატა ბაირახტარი.

Share