Home » ბიზნესი » ოზურგეთში ბენტონიტური თიხის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა
ოზურგეთში ბენტონიტური თიხის გადამამუშავებელი საწარმო გახსა

ოზურგეთში ბენტონიტური თიხის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში შპს „ასკანგელ ალიანსის“ ახალი საწარმოს გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. საწარმო პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.

წარმოების მშენებლობა დაიწყო 2016 წლის 3 ივნისს და მიმდინარეობდა 5 თვის განმავლობაში. საწარმო აღჭურვილია გერმანული წარმოების, ამ დარგის ყველაზე თანამედროვე დანადგარებით. ამ ეტაპზე განხორციელდა 30 მლნ. ლარის ინვესტიცია. მშენებლობის პროცეში დასაქმდა 200 მდე ადამიანი. წარმოების პროცესში პირველ ეტაპზე დასაქმებულია 130 ადამიანი. სამომავლოდ იგეგმება ინვესტიციის გამხორციელება დამატებით 50 მლნ. აშშ დოლარამდე, ხოლო დასაქმებული მუშახელის რაოდენობა 300 მდე გაიზრდება.


პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა ახალი საწარმოს ინვესტორს გოჩა ჩხაიძეს გაწეული საქმიანობის შესახებ და განაცხადა, რომ „ასკანგელ ალიანსი“ ბენტონიტური თიხების წარმოება-გადამუშავებაში დამატებითი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საწარმოს მიერ გამოშვებული პროდუქციის 95 პროცენტი საექსპორტოა. მისი თქმით, წლების განმავლობაში ბენტონიტური თიხების საბადოებს გურიაში სათანადო ყურადღება არ ექცეოდა, რის გამოც არ იყო გამოყენებული აღნიშნული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალი.


„ეს არის ყველაზე ხარისხიანი თიხები და გამოიყენება 1000-ზე მეტ პროდუქციაში“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. კერძოდ, ბენტონიტური თიხებიდან წარმოებული პროდუქცია გამოიყენება ლითონჩამომსხმელი წარმოებაში საყალიბედ, ნავთობმოპოვებაში, ღვინის წარმოებაში ფილტრაციისთვის, საღებავების წარმოებაში, ჰიდროენერგეტიკაში, კერამიკულ წარმოებაში, სამშენებლო ინუსტრიაში, ქაღალდის მრეწველობაში, ფარმაცევტიკაში, მედიცინაში, პარფიუმერიაში და სხვ.


გურიის მხარეში ვიზიტისას, დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე მონაწილეობა მიიღო ჩოხატაურში ხელოვნების სასახლის გახსნაში. მისი მშენებლობა 2015 წელს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხით6 განხორციელდა.

Share