Home » საზოგადოება » ოზურგეთში, ტანსაცმლით მოვაჭრეები მაღაზია “მავნეს” დაბალ ფასებს აპროტესტებენ

ოზურგეთში, ტანსაცმლით მოვაჭრეები მაღაზია “მავნეს” დაბალ ფასებს აპროტესტებენ

დღეს დილით ოზურგეთში, 9 აპრილის ქუჩაზე, ეპარქიის რეზიდენციის გვერდით მდებარე ტანსაცმლის მაღაზია “მავნეს” წინ ოზურგეთის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე არსებული ტასაცმლის სექციების მოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეების განცხადებით, მაღაზია “მავნეს” მიერ ტანსაცმლის გაყიდვა დაბალ ფასში, საცალოდ არ უნდა ხდებოდეს და საბითუმოდ უნდა იყიდებოდეს.

მათივე თქმით, ეს მათ ისედაც მცირე შემოსავალს კიდევ უფრო ამცირებს.

აქცია მას შემდეგ დაიშალა რაც ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოჩნდა.

Share