Home » ფინანსები » ოვერდრაფტი FlexFund – სწრაფი ფინანსური მხარდაჭერა, მიმზიდველი პირობებით

ოვერდრაფტი FlexFund – სწრაფი ფინანსური მხარდაჭერა, მიმზიდველი პირობებით

ოვერდრაფტი FlexFund – სწრაფი ფინანსური მხარდაჭერა, მიმზიდველი პირობებით

  • დამტკიცების სწრაფი პროცესი
  • თანხის განაღდების საკომისიო 0%
  • პროცენტის დარიცხვა მხოლოდ ათვისებულ თანხაზე
  • ათვისებული თანხის დაფარვა ავტომატურად, ხელფასის ჩარიცხვისას

თუ თქვენი ყოველთვიური ხელფასი 1500 ლარი და მეტია, პროკრედიტ ბანკში სახელფასო ოვერდრაფტი „FlexFund“-ით შეგიძლიათ ისარგებლოთ, წლიურ 14%-ში, ეფექტური 14,93%.

თქვენი ხელფასის მაქსიმუმ ორმაგი ოდენობის თანხის ათვისებით,  დაიფინანსებთ მოკლევადიან და მათ შორის მოულოდნელად წარმოშობილ საჭიროებებს.

ოვერდრაფტი მოკლევადიანი სესხია, რომელიც საშუალებას გაძლევთ, სწრაფი და მარტივი პროცედურის გავლით, მიიღოთ დამატებითი ფულადი რესურსი მიმდინარე ანგარიშზე. ხშირად ოვერდრაფტს საკრედიტო ბარათთან აიგივებენ. ორივე სასესხო პროდუქტია და გეხმარებათ დახარჯოთ მეტი, ვიდრე ანგარიშზე გაქვთ. თუმცა იმ განსხვავებით, რომ ოვერდრაფტი პირდაპირ თქვენს ხელფასზეა მიბმული და მისი გამოყენება ნაკლებ პროცედურასთან არის დაკავშირებული. საპროცენტო გადასახადი, რომელიც ათვისებულ თანხაზე ანგარიშდება, ხელფასის ყოველი ჩარიცხვისას იფარება.

ოვერდრაფტის გამოყენებით თქვენ კვლავ არსებული სახელფასო ბარათით ახორციელებთ სასურველ შესყიდვებს და ორი ბარათის ქონის საჭიროება არ გაქვთ. რაც ასევე მნიშვნელოვანია, საკრედიტო ბარათისგან განსხვავებით, ბანკომატიდან ოვერდრაფტის თანხას უპროცენტოდ ანაღდებთ, ხოლო ოვერდრაფტზე დარიცხული პროცენტი საკრედიტო ბარათთან შედარებით გაცილებით დაბალია.

აირჩიეთ ფინანსურად ყველაზე მომგებიანი სერვისი თქვენთვის, შეავსეთ განაცხადი და ბანკის წარმომადგენელი თავად დაგიკავშირდებათ!

Share