Home » საზოგადოება » ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობა იწყება, სადაც პრაქტიკულად ყველა სამინისტრო განთავსდება
ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობა იწყება, სადაც პრაქტიკულად ყველა სამინისტრო განთავსდება

ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობა იწყება, სადაც პრაქტიკულად ყველა სამინისტრო განთავსდება

ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობა იწყება, სადაც პრაქტიკულად ყველა სამინისტრო განთავსდება, ერთეული გამონაკლისის გარდა, – ამის შესახებ  პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კვირიკაშვილის თქმით, აღნიშნული ქალაქის მშენებლობისთვის გამოყოფილია საკმაოდ დიდი ტერიტორია.

„მმართველობითი რეფორმის ფარგლებში ორთაჭალაში უკვე დაწყებულია ერთიანი მომსახურეობის ოფისის შექმნის პროექტი. გადავწყვიტეთ, რომ მომსახურეობის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით ორთაჭალაში იმ ადგილის გვერდით, სადაც ხორციელდება ბიზნეს სახლის პროექტი, გავაკეთოთ სამთავრობო ქალაქის პროექტი. ძალიან დიდი ტერიტორია გამოიყო ამისთვის, სადაც განხორციელდება სამინისტროების გადატანა. რაც ერთი მხრივ, იქნება ძალიან კარგი, რადგან ქალაქის ცენტრში ძალიან ბევრი საოფისე თუ სასტუმროსთვის სივრცე გამოთავისუფლდება, მეორე მხრივ კი, წახალისდება სამშენებლო სექტორი. მოცულობითი სივრცის აშენება იგეგმება, სადაც არაერთი სამინისტრო განთავსდება. ორთაჭალის იმ უბანში პრაქტიკულად ყველა სამინისტრო მოიყრის თავს, ერთეული გამონაკლისის გარდა, რაც პრაქტიკულად უზრუნველყოფს როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვის ფიზიკური მომსახურეობის თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასვლას. მნიშვნელოვანი პროექტია და მე მივესალმები ამ პროექტის დაწყებას“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

Share