Home » ეკონომიკა » „ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, რომლის დაფიქსირებაც ამ გადმოსახედიდან რეალური ჩანს, ინფლაცია გაანეიტრალებს“

„ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, რომლის დაფიქსირებაც ამ გადმოსახედიდან რეალური ჩანს, ინფლაცია გაანეიტრალებს“

„ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, რომლის დაფიქსირებაც ამ გადმოსახედიდან რეალური ჩანს, ინფლაცია გაანეიტრალებს“, – ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბა-ს, ანალიტიკოსი ბაჩანა ჯინჭარაძე აცხადებს.

„საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 11.9 პროცენტი შეადგინა. ეროვნული ბანკის პროგნოზით, ინფლაცია შემცირებას 2022 წლიდან დაიწყებს.

უნდა ითქვას ისიც, რომ საქართველო კორონავირუსულ პანდემიას არც თუ მოკრძალებული მაჩვენებლით შეხვდა. თარგეთირებული მაჩვენებელი მაშინაც გადახრილი იყო ზრდის მიმართულებით.

შედარებისთვის, ჩვენი რეგიონების ინფლაციის დონეს რომ გადავხედოთ – რუსეთი 6.5% (მიზნობრივი 4%), სომხეთი 6.5% (მიზნობრივი 4%), აზერბაიჯანი 4.7% (მიზნობრივი 3%), უკრაინა  9.5%, თურქეთი 18.95%.

თურქეთი ჩვენი უმსხვილესი საიმპორტო ქვეყანაა. ვინაიდან იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ და ძირითადად ყველაფერი თურქეთიდან შემოდის, იქ დაფიქსირებული მაჩვენებელი ჩვენზეც ჰპოვებს გავლენას. თუმცა, ინფლაციის საერთო დონის კონტროლში, არც მანამდე გამოვირჩეოდით მაინცდამაინც.

ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, რომლის დაფიქსირებაც ამ გადმოსახედიდან რეალური ჩანს, ინფლაცია გაანეიტრალებს.

3-4 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას ვერ გრძნობდა ქვეყნის მოსახლეობა [როგორ უნდა იგრძნოს?!] და ამ ინფლაციის მაჩვენებლის პირობებში ვერც ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას იგრძნობს, რომელსაც ამდენი წელია შევნატრით“, – აცხადებს აფბას ანალიტიკოსი.

შეგახსენებთ, რომ დღეს ინფლაციის მაჩვენებელი გამოქვეყნდა.  სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.9 პროცენტი შეადგინა.

Share