Home » საზოგადოება » ოქტომბრიდან მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდა ნებისმიერი საბანკო ბარათით იქნება შესაძლებელი
ოქტომბრიდან მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდა ნებისმიერი საბანკო ბარათით იქნება შესაძლებელი

ოქტომბრიდან მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდა ნებისმიერი საბანკო ბარათით იქნება შესაძლებელი

ოქტომბრიდან თბილისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდა საბანკო ბარათებითაც იქნება შესაძლებელი. აპარატი მიიღებს ყველა ბანკის ბარათს, ხურდის ჩასაყრელი აპარატი ჩვეულებრივ იფუნქციონირებს პარალელურად.

მგზავრობის ღირებულების გადახდა, როგორც საქართველოში გამოშვებული სატრანსპორტო ბარათებით, ასევე უცხოური საბანკო ბარათებითაც იქნება შესაძლებელი, თუმცა ამ შემთხვევაში ტარიფი განსხვავებული  იქნება.

ქართული ბანკების მიერ გამოშვებული ბარათებით გადახდისას მომხმარებელი დამატებით არ გადაიხდის საბანკო მომსახურების საკომისიოს.

პროექტი ზვიად ციკოლიას და AzRy-ის ერთობლივი პროდუქტია.

Share