Home » საზოგადოება » ოქრიაშვილი – რამდენიმე წელიწადია, საქართველოს 80%-ს ინდაურის საცივი აღარც ესიზმრება

ოქრიაშვილი – რამდენიმე წელიწადია, საქართველოს 80%-ს ინდაურის საცივი აღარც ესიზმრება

ხალხი იმიტომ კი არ გვაძლევს ხმას, რომ ჩვენ პარლამენტში შევიდეთ და მოვკალათდეთ, არამედ იმიტომ, რომ შედეგი ვაჩვენოთ და გაყალბებული არჩევნების შედეგად, არ უნდა შევიდეთ პარლამენტში, – ამის შესახებ  „გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო სიის წევრმა, კახა ოქრიაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც კახა ოქრიაშვილმა აღნიშნა, პოლიტიკა ქუჩაში იწყება.

„ხალხი რომ მშიერია, ეგ არის პოლიტიკა. ვინ გვანიჭებს ჩვენ მანდატებს და და ხელისუფლებას, ხალხი და ხალხი დღეს არის მშიერი. გუშინწინ საცივზე იყო ლაპარაკი, ვის ჰქონდა საცივი. საქართველოს 80 პროცენტს ინდაურის საცივი სიზმარშიც აღარ აქვს უკვე რამდენიმე წელია, აღარ ესიზმრება. პოლიტიკა იწყება ოჯახებში და იმ ოჯახებში, რომლებიც მოდიან და ხმას გვაძლევენ.

ხმას იმიტომ კი არ გვაძლევენ, რომ ჩვენ პარლამენტში შევიდეთ და მოვკალათდეთ, არამედ იმიტომ, რომ შედეგი დავდოთ და გაყალბებული არჩევნების შედეგად ჩვენ არ უნდა შევიდეთ პარლამენტში. თუნდაც ქუჩაში დავდგეთ და თუნდაც ციხეში უნდა ჩავსხდეთ მაგის გულისთვის“, – განაცხადა ოქრიაშვილმა.

Share