Home » ბიზნესი » ონლაინ-კაზინოებს პანდემია არ შეხებია?! – რა თანხა შევიდა ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან 2020 წელს

ონლაინ-კაზინოებს პანდემია არ შეხებია?! – რა თანხა შევიდა ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან 2020 წელს

2020-წელს სათამაშო ბიზნესის მიერ ბიუჯეტში შეტანილი მოსაკრებლის მოცულობა 6,6-ჯერ შემცირდა, თუმცა ონლაინ-კაზინოებიდან გაიზარდა.

მიუხედავად, კორონავირუსის პანდემიის მიერ გაჩერებული ბიზნესისა, 2020 იანვარ-დეკემბერში ბიუჯეტში სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობებიდან წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 50 ათასი ლარით მეტი შევიდა.

როგორც საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებში (კონსოლიდაციის გარეშე) ვკითხულობთ, სათამაშო ბიზნესმა ბიუჯეტში მოსაკრებლის სახით გასული წლის იანვარ-დეკემბერში 19 261 560 ლარი შეიტანა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი – 128 401 198 ლარი.

რაც შეეხება სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობებს, 2020 წელს ბიუჯეტში 12,461,335 ლარი შევიდა, წინა წელს კი 12,411,417 ლარი.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტში სათამაშო აპარატებიდან – 584,439 ლარი შევიდა, წამახალისებელი გათამაშებიდან – 5,769,555 ლარი; სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესიდან – 446 215ლარი, კლუბის მაგიდიდან – 58 024 ლარი, სხვა დანარჩენი არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესიდან – 25,687 ლარი.

2019 წელის იანვარ-დეკემბერში კი, სათამაშო აპარატებიდან ბიუჯეტში 69,455,619 ლარი შევიდა, წამახალისებელი გათამაშებიდან – 5,704,959 ლარი, კლუბის მაგიდიდან – 1,239,209 ლარი, სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესიდან – 237,436 ლარი, სამორინეს მაგიდიდან – 39 246557 ლარი.

წყარო: BPN.GE

Share