Home » ბიზნესი » ოლიგარქმა იგორ კოლომოისკიმ საქართველოში 3 533 ბიტკოინი გამოიმუშავა

ოლიგარქმა იგორ კოლომოისკიმ საქართველოში 3 533 ბიტკოინი გამოიმუშავა

უკრაინელი ოლიგარქი იგორ კოლომოისკი საქართველოში კრიპტოვალუტების მომპოვებელ კომპანიას ფლობდა. ამის შესახებ მისმა წარმომადგენელმა ლონდონში მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც ბიზნესმენის წინააღმდეგ „პრივატბანკის“ მიერ შეტანილი საჩივარი განიხილება. სადავო საკითხებს შორის საქართველოში ბიტკოინების მოპოვების ფერმაც იყო – კოლომოისკის ყოფილი პარტნიორები მიიჩნევენ, რომ მან ქართული აქტივის რეალური ღირებულება დამალა. შესაბამისად, „პრივატბანკი“ ბიზნესმენის დაკითხვას მოითხოვდა.

მინდოდა 1 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინის მოპოვება, — ამცნო მან სასამართლოს. გამოძიების ფარგლებში გაირკვა, რომ მან 2017 წლის ზაფხულში 50 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

2017 წლიდან ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილებით ბანკის ყოფილი მფლობელების აქტივები დაყადაღებულია, ხოლო ორივე მხარემ 2018 წელს სასამართლოს ყველა თავისი ბიზნეს-ობიექტის სია წარუდგინა. კოლომოისკის იურისტების მონაცემებით, 2017 წელს უკრაინელმა ოლიგარქმა საქართველოში ბიტკოინების მომპოვებელ ფერმაში 50 მლნ. დოლარი ჩადო. მისი პარტნიორები იყვნენ ადგილობრივი ბიზნესმენები ალექსი კუჭუხიძე და გიორგი კაპანაძე. კრიპტოვალუტის მაინინგის ფერმას მათი კუთვნილი Georgian Manganese LLC და Vartsikhe 2005 LLC.

მფლობელების გეგმის მიხედვით, 2021 წლისთვის ფერმას 50 000 ბიტკოინი უნდა მოეპოვებინა. გათვლები ბიტკოინის კურსის 2500-დან 20 000-მდე ზრდის პერსპექტივას ეყრდნობოდა. თუმცა, ფერმა მხოლოდ 2017-2018 წლებში მუშაობდა. ამ დროის მანძილზე მოპოვებულ იქნა 3 533 ბიტკოინი. კოლომოისკის ადვოკატების ინფორმაციით, ამ დროისთვის მათი კლიენტი მხოლოდ 1000 ბიტკოინს ფლობს.

„პრივატბანკის“ იურისტებმა ამ საკითხთან დაკავშირებით კოლომოისკის დაკითხვა მოითხოვეს, თუმცა სასამართლომ მათ მოთხონა არ დააკმაყოფილა.

წყარო: commersant.ge

Share