Home » საზოგადოება » ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციური პარტიის ლიდერი – აფხაზეთი მზადაა, პოზნერს ნამდვილი კავკასიური კულტურა და სტუმართმოყვარეობა აჩვენოს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციური პარტიის ლიდერი – აფხაზეთი მზადაა, პოზნერს ნამდვილი კავკასიური კულტურა და სტუმართმოყვარეობა აჩვენოს

ოპოზიციური „აფხაზეთის სახალხო მოძრაობის” ლიდერი, ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი „ვიცე-პრემიერი“, ადგურ არძინბა, რუს ჟურნალისტს, ვლადიმერ პოზნერს აფხაზეთში იწვევს, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

„საქართველოში ცნობილი რუსი ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის ვლადიმერ პოზნერის ჩამოსვლის დროს განვითარებული მოვლენები ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად შორს წავიდა კავკასიის ეს რესპუბლიკა თავისი კულტურისგან, ჩვენთვის უცხო დასავლური ფასეულობებისკენ. სტუმართმოყვარეობა და თბილი მისალმება ტრადიციაა, რომელიც კავკასიელის სისხლშია. კავკასიელი თავის სახლში მტერსაც კი არ შეეხება და ამაში დიდი სიბრძნეა. ამასთან, ჩვენმა აღმოსავლელმა მეზობლებმა, თანდათანობით უარი თქვეს საკუთარ იდენტობაზე ათწლეულების განმავლობაში, კიდევ ერთხელ გამოიჩინეს თავი “მთელი თავიანთი დიდებულებით”, – განაცხადა არძინბამ.

მისი თქმით, აფხაზეთი მზადაა, პოზნერს „ნამდვილი კავკასიური კულტურა და სტუმართმოყვარეობა“ აჩვენოს.

წყარო: ipn.ge

Share