Home » საზოგადოება » ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოსთან დაახლოებაზე დაიწყეს საუბარი
ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოსთან დაახლოებაზე დაიწყეს საუბარი

ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოსთან დაახლოებაზე დაიწყეს საუბარი

ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოსთან დაახლოებაზე დაიწყეს საუბარი.

ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული პარტიის “ამცახარას” ერთ-ერთი ლიდერი რუსლან ლაკერბა საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენისა და დაახლოების ინიციატივით გამოვიდა.

რუსლან ლაკერბას განცხადებით, დროა აფხაზებმა და ქართველებმა დაივიწყონ ის საშინელი წარსული, რაც ამ ორ ხალხს შორის 1990-იან წლებში მოხდა და დაიწყონ ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან.

პარტია “ამცახარა” აქამდეც გამოურჩეოდა ქართველებთან დაახლოების სურვილით, თუმცა საოკუპაციო რეჟიმი და რუსეთი მუდმივად ახდენდა მის დისკრედიტაციას და დაშინებას. 2015 წელს, პარტიის 4 წევრი იყო დაკავებული, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების ბრალდებით.

წყარო: “ქართული იდეა”

Share