Home » საზოგადოება » ოკუპირებულ აფხაზეთში ალკოჰოლური სასმელი იყიდება, რომლის ეტიკეტზეც სტალინის პორტრეტია გამოსახული
ოკუპირებულ აფხაზეთში ალკოჰოლური სასმელი იყიდება, რომლის ეტიკეტზეც სტალინის პორტრეტია გამოსახული

ოკუპირებულ აფხაზეთში ალკოჰოლური სასმელი იყიდება, რომლის ეტიკეტზეც სტალინის პორტრეტია გამოსახული

ოკუპირებული აფხაზეთის სავაჭრო ობიექტებში ალკოჰოლური სასმელი იყიდება, რომლის ეტიკეტზეც სტალინის გამოსახულებაა დატანილი, – ინფორმაციას ვებპორტალი “ეხოკავკაზა” ავრცელებს.

ადგილობრივ მოსახლეობის ნაწილი თვლის, რომ სტალინის პორტრეტიანი სასმელი ძირითადად ვეტერანებსა და ასაკოვან მომხმარებლებზეა გათვლილი, მაგრამ მათი განმარტებით, სტალინს მხოლოდ ღვინო უყვარდა და არაყის, ან ლუდის ეტიკეტზე მისი გამოსახულების დატანა, მიზანშეწონილი არ არის.

ნაწილი კი მიიჩნევს, რომ 1937 წლის სისხლიანი რეჟიმის ასე სწრაფად დავიწყება და სტალინის პერიოდში აფხაზები სასტიკად დევნა დავიწყებას არ უნდა მიეცეს. აფხაზური სკოლები იხურებოდა და აფხაზური ენაც კი იკრძალებოდა, ამიტომ მოსახლეობა ე.წ. მაკონტროლებელ ორგანოებს ურჩევს, ეტიკეტირების სტანდარტით დაინტერესდნენ და გამოძიება დაიწყონ.

Share