Home » მსოფლიო » ნურსულთან ნაზარბაევი: ნავთობის ფასი 30-40 დოლარამდე შემცირდება
ნაზარბაევმა მოუწოდა, მზად იყვნენ ნავთობის ფასის ბარელზე 30-40$ მდე შემცირებისათვის
ნურსულთან ნაზარბაევი, ყაზახეთის პრეზიდენტი

ნურსულთან ნაზარბაევი: ნავთობის ფასი 30-40 დოლარამდე შემცირდება

ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბირჯებზე ნავთობის ფასი მკვეთრად დაეცა. ბოლო თვის მონაცემებით 1 ბარელი ნავთობის ფასი 52,4 დოლარიდან 40,8 დოლარამდე ჩამოვიდა, რაც თითქმის 25%-იანი კლებაა.

ნავთობის ფასის კლება ძირითადად განპირობებულია ირანის წინააღმდეგ დაკისრებული ეკონომიკური სანქციების მოხსნით და მისი საერთაშორისო ბირჟაზე დაბრუნების პერსპექტივით.

ნავთობის ფასების ირგვლივ საკმაოდ ბევრი პროგნოზი კეთდება სხვადასხვა საერტაშორისო ორგანიზაციებისა და ანალიტიკოსების მხრიდან. გასულ კვირას ასეთი პროგნოზი წარმოადგინა მსოფლიო ბანკმაც სადაც ნავარაუდებია, რომ მომავალი თვეების განმავლობაში ნედლი ნავთობის ფასი დაახლოებიტ 10 დოლარით შემცირდება.

ნავთობის ფასებსა და პროგნოზებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ყაზახეტის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ნავთობის ფასი შესაძლოა 30-40 დოლარამდე შემცირდეს. მისივე თქმით ნავთობსა და ლიტონზე დაბალი ფასი შესაძლოა მომდევნო 5 წლის მანძილზე შენარჩუნდეს.

ნაზარბაევმა აღნიშნა, რომ უახლოეს წლებში განვითარებადი ქვეყნების წვდომა ინვესტიციებსა და კაპიტალთან შეზღუდული იქნება, აგრეთვე აღიარა. რომ ყაზახეთის პროდუქციის გასაღების ბაზარი მცირდება რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან შემცირებული მოთხოვნების გამო.

Sberbank CIB-ის უფროსმა სტრატეგმა ტომ ლევინსონმა განაცხადა, რომ თუ „ბრენდის” კლასის ნავთობის ფასი შემცირდებოდა ბარელზე 45$-მდე, რუბლის კურსი შესაძლოა, 70 რუბლამდე დაცემულიყო დოლართან მიმართებაში.

მსოფლიო ბანკის პროგნოზის თანახმად, ნავთობზე საშუალო ფასი 2016 წელს კიდევ 10$-ით დაეცემა ირანისთვის სანქციების მოხსნის გამო.

Morgan Stanley-ს ექსპერტთა აზრით, ირანისთვის სანქციების მოხსნა და ლიბიაში ვითარების სტაბილიზაცია გამოიწვევს ნავთობზე ფასების უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ყველაზე დიდ დაცემას. ანალიტიკოსები თვლიან, რომ ვარდნა გაგრძელდება არანაკლებ სამი წლისა და იქნება „ბევრად უარესი, ვიდრე 1986 წელს”

Share