Home » ფინანსები » ნუ მოტყუვდებით – რა განსხვავებაა ფინანსურ პირამიდასა და ქსელურ მარკეტინგს შორის
ნუ მოტყუვდებით - რა განსხვავებაა ფინანსურ პირამიდასა და ქსელურ მარკეტინგს შორის

ნუ მოტყუვდებით – რა განსხვავებაა ფინანსურ პირამიდასა და ქსელურ მარკეტინგს შორის

რა განსხვავებაა ფინანსურ პირამიდასა და ქსელურ მარკეტინგს შორის?

 

ქსელურ მარკეტინგში:
1. მთავარია რაც შეიძლება მეტი პროდუქტი გაიყიდოს.
2. პროდუქტი ხარისხიანი უნდა იყოს.
3. კომპანიას ყავს დილერები, რომლებიც რაც მეტ პროდუქციას გაყიდიან, მით მეტ შემოსავალს მიიღებენ.
4. კომპანიის დილერს შეუძლია ათასობით კლიენტს მიყიდოს პროდუქცია.
5. კლიენტები, ანუ პროდუქციის მყიდველები ფულს არ აკეთებენ, მათ პროდუქტი აინტერესებთ და შეიძლება ბევრჯერაც იყოდონ.

თაღლითურ ფინანსურ პირამიდაში:
1. მთავარია რაც შეიძლება მეტი ადამიანი გაწევრიანდეს,
2. პროდუქტი ხლამია და არავის აინტერესებს.
3. კომპანიას ყავს დილერები, რომლებიც რაც მეტ ადამიანს ჩაითრევენ პირამიდაში, მით მეტ შემოსავალს ღებულობენ.
4. დილერს შეუძლია მხოლოდ ორი კაცის ჩაბმა.
5. კლიენტები არ არსებობენ, ყველა ვინც პირამიდაშია ფიქრობს ფულის შოვნაზე, პროდუქტში მეორედ არავინ იხდის ფულს.

ნუ მოტყუვდებით!
პირამიდა ბიზნესი არ არის, ის აზარტული მავნებლობაა, სადაც ბევრი ადამიანის ხარჯზე ცოტა შოულობს ფულს.

Share