Home » საზოგადოება » ნუ იდარდებენ „ლელოში“, არც ჩინური და არც რუსული კომპანია შემოვა ანაკლიაში – გია აბაშიძე

ნუ იდარდებენ „ლელოში“, არც ჩინური და არც რუსული კომპანია შემოვა ანაკლიაში – გია აბაშიძე

ხაზარაძე, რომელმაც ბრიტანელ ინვესტორად შემოგვასაღა პუტინთან დაახლოებული ოლიგარქების კომპანია, ანაკლიაში ვითომდა ჩინურ ინტერესებზე საუბრობს, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გია აბაშიძე Facebook-ზე წერს.

მისი თქმით, მამუკა ხაზარაძემ სახელმწიფოსგან განსხვავებით, საკუთარი ვალდებულებები მრავალჯერ ვერ შეასრულა ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან მიმართებაში.

„მამუკა ხაზარაძე და „ლელოს” სხვა პოლიტიკანები ანაკლიაში ვითომდა ჩინურ ინტერესებზე საუბრობენ.

ხაზარაძე, რომელმაც:

სახელმწიფოსგან განსხვავებით, საკუთარი ვალდებულებები მრავალჯერ ვერ შეასრულა ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან მიმართებაში;

ბრიტანულ ინვესტორად შემოგვასაღა პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქების ყაზახური კომპანია.

სააკაშვილის რეჟიმის დროს, პროკურატურის მეშვეობით მიიტაცა ბანკი „კონსტანტა” და სხვა ბიზნესები.

მალე „კონსტანტაზე” ვერდიქტს გამოიტანს სტრასბურგის სასამართლო და საკადრის პასუხს გასცემს ამ ვერშემდგარ პოლიტიკოსსა და მტაცებელ კომერსანტს.

ნუ იდარდებენ „ლელოში”, არც ჩინური და არც რუსული კომპანია შემოვა ანაკლიაში. დიდი ალბათობით, ეს იქნება ძლიერი საერთაშორისო ბიზნესაქტორი”, – წერს გია აბაშიძე.

დღეს მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტისთვის ახალი პოტენციური ინვესტორის შესარჩევად ტენდერი გამოცხადდება.

Share