Home » მსოფლიო » ნორვეგიის საპენსიო ფონდის აქტივების ღირებულება ტრილიონ დოლარს გაუტოლდა
ნორვეგიის საპენსიო ფონდის აქტივების ღირებულება ტრილიონ დოლარს გაუტლდა

ნორვეგიის საპენსიო ფონდის აქტივების ღირებულება ტრილიონ დოლარს გაუტოლდა

“სავალუტე ცვლილებებმა განაპირობეს ის, რომ პირველად ისტორიაში ფონდი 1 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა” – ამის შესახებ ფონდის მენეჯერები ანცხადებენ.

ფონდის ხელმძღვანელის, ინგვე სლინგსტედის თქმით, ფონდის ასეთი ზრდა გასაოცარია.

ფონდი მფლობელობაშია 9000-ზე მეტი კომპანიის 667 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები. ის მსოფლიოს უმსხვილეს ინვესტორებს შორისაა.

ფონდის ღირებულებამ გადაუსწრო ბევრი ქვეყნის ბიუჯეტს.

ფონდი ფლობს წილებს უმსხვილეს ჰოლდინგებში:  Apple, Nestle, Royal Dutch Shell, NVS, Microsoft  და Alphabet.

ნორვეგია ნავთობპროდუქტების მწარმოებელ ქვეყანას წარმოადგენს. ქვეყანამ დიდი ინვესტიცია ჩადო საპენსიო ფონდის დასაფინანსებლად, ასევე სხვა სამთავრობო ხარჯებისთვის. ფონდის შემოსავალმა 2017 წლის პირველ კვარტრალში 497 მილიარდი კრონერი (63 მილიარდი აშშ დოლარი) შეადგინა. ფონდის თანხა ერთ სულ მოქალაქეზე 190,000 აშშ დოლარს უტოლდება. ქვეყნის მოსახლეობა 5.2 მილიონია.

ბაჩანა ჯინჭარაძე

Share