Home » ახალი ამბები » ნონა გაფრინდაშვილს, ეროვნული ბანკის თანამშრომლების სახელით, სახსოვრად თამარ მეფის საკოლექციო მონეტა გადაეცა

ნონა გაფრინდაშვილს, ეროვნული ბანკის თანამშრომლების სახელით, სახსოვრად თამარ მეფის საკოლექციო მონეტა გადაეცა

კობა გვენეტაძემ ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეს, ნონა გაფრინდაშვილს, ეროვნული ბანკის თანამშრომლების სახელით, სახსოვრად თამარ მეფის საკოლექციო მონეტა გადასცა.

აღსანიშნავია, რომ ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიოში პირველი ქალი დიდოსტატი მოჭადრაკეა. თამარის ოქროს მონეტა კი, სიმბოლურად გამოხატავს მისი გამორჩეული მიღწევების მნიშვნელობას.

“მადლობას ვუხდით ქალბატონ ნონას ჩვენი ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლისა და მსოფლიო ასპარეზზე საქართველოს წარმოჩენისათვის!”, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Share