Home » საზოგადოება » “ნოემბერში ახალი ტენდერის გამოცხადება ალბათ ალეკოს ვარაუდია, კონკრეტული საუბარი არ ყოფილა“ – პაატა მანჯგალაძე ალეკო ელისაშვილის განცხადებაზე

“ნოემბერში ახალი ტენდერის გამოცხადება ალბათ ალეკოს ვარაუდია, კონკრეტული საუბარი არ ყოფილა“ – პაატა მანჯგალაძე ალეკო ელისაშვილის განცხადებაზე

პოლიტიკური პარტიის „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის წევრი პაატა მანჯგალაძე “ბანკები და ფინანსებთან“  აცხადებს, რომ არ აქვს ინფორმაცია „მოქალაქეების“ ლიდერი, პარლამენტის წევრი ალეკო ელისაშვილი რაზე დაყრდნობით აცხადებს იმას, რომ „საპენსიო სესხებზე პროცენტი არჩევნების მეორე ტურის შემდეგ შემცირდება.

კითხვაზე, საპენსიო საკითხებთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს მეორე სხდომა გაიმართა თუ არა უკვე და მიღებული იქნა თუ არა ის გადაწყვეტილება, რაზეც ალეკო ელისაშვილი საუბრობს,მანჯგალაძე აცხადებს, რომ სხდომა მხოლოდ ერთხელ გაიმართა და მას შემდეგ ჯგუფი აღარ შეკრებილა.

“არ მაქვს ინფორმაცია, ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს. როდესაც ჩაინიშნება მივალ აუცილებლად. ელისაშვილი საუბრობს პირველი შეხვედრის დროს გაჟღერებული იდეებიდან გამომდინარე. რაც თქვა ეს ალბათ ალეკოს ვარაუდია, არ შემიძლია ამაზე კომენტარი გავაკეთო.

ზოგადად, იმ ჯგუფში ვიყავით როგორც ბანკები, ისე სახელმწიფო სტრუქტურები და ოპოზიციური პარტიები, ყველა ვთანხმდებოდით, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება.

რაც შეეხება იმას, რომ არჩევნების მეორე ტურის შემდეგ შემცირდება საპენსიო სესხებზე პროცენტები და ტენდერი გაიმართება ნოემბერში ან თუნდაც წლის ბოლოს, ეს არ ვიცი, ამაზე ალეკოს დაურეკეთ. ჩვენ ჩვენი ალტერნატიული წინადადებები გვაქვს და როგორც კი იქნება მსგავსი შეხვედრა, აუცილებლად გავაჟღერებთ“-აცხადებს მანჯგალაძე.

შეგახსენებთ, „მოქალაქეების ლიდერმა, პარლამენტის წევრმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ

საპენსიო სესხებზე პროცენტი შემცირდება არჩევნების მეორე ტურის შემდეგ.

„საპენსიო სესხებზე პროცენტი შემცირდება და ეს მოხდება არჩევნების მეორე ტურის შემდეგ. ამ საკითხზე სხვა პროცესი მიდის, რადგან ახალი ტენდერია გამოსაცხადებელი. ამ პერიოდის განმავლობაში ეს პროცესი არ გაჩერებულა, სამთავრობო კომისია შეიქმნა, ჯანდაცვის სამინისტროს ჩვენი შეხედულებებიც გავუგზავნეთ ტენდერის პირობებთან დაკავშირებით. სიტყვას გაძლევთ, როგორც კი არჩევნების მეორე ტური დასრულდება,ამ წლის დასრულებამდე ახალი ტენდერიც გამოცხადდება ,“ – განაცხადა ელისაშვილმა.

Share