Home » ფინანსები » ნოდარ ხადური – ლარის საკმაოდ სერიოზულ გამყარებას ველოდებით
ნოდარ ხადური - ლარის საკმაოდ სერიოზულ გამყარებას ველოდებით

ნოდარ ხადური – ლარის საკმაოდ სერიოზულ გამყარებას ველოდებით

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური საშუალოვადიან პერიოდში ლარის კურსის “საკმაოდ სერიოზულად” გამყარებას ელოდება. როგორც ნოდარ ხადურმა გაზეთ “რეზონანსთან” ინტერვიუში განაცხადა, მეზობელ ქვეყნებში სტაბილურობა შეინიშნება, რაც კურსის დასტაბილურების იმედს იძლევა.

“მე მინდა გითხრათ, რომ კურსის მკვეთრ ცვლილებას დევალვაციის კუთხით არ ველოდებით. ჩვენს მეზობელ ქვეყნებში სტაბილურობა შეიმჩნევა. უკვე იმედი გვაქვს, რომ კურსი დასტაბილურდება და საშუალოვადიან პერიოდში საკმაოდ სერიოზულ გამყარებას ველოდებით. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ნამდვილად ასე იქნება და ლარი აუცილებლად გამყარდება”, – განაცხადა ხადურმა.

მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ გაცვლით კურსზე ბიუჯეტი ზეწოლას არ ახდენს და კურსის ცვალებადობა პრაქტიკულად სრულად საგარეო ფაქტორებითაა გამოწვეული.

“ხედავთ, თუ რა რთული ეკონომიკური მდგომარეობაა ჩვენს გარეშემო. ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებიც კი უძლურნი აღმოჩნდნენ გაცვლითი კურსის ცვალებადობის წინააღმდეგ”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

Share