Home » ფინანსები » ნოდარ ხადური – დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელი საქართველოსთვის სერიოზული პრობლემაა
ნოდარ ხადური - დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელი საქართველოსთვის სერიოზული პრობლემაა

ნოდარ ხადური – დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელი საქართველოსთვის სერიოზული პრობლემაა

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელი საქართველოსთვის მართლაც სერიოზული პრობლემაა, თუმცა, სამწუხაროდ, დოლარიზაციის მაჩვენებელი მაღალია დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის მთელს ისტორიაში. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა იმასთან დაკავშირებით, თუ რას აკეთებს მთავრობა ლარში დანაზოგების წასახალისებლად, რადგან პირადად ხადურსაც და სხვა მინისტრებსაც დეპოზიტები დოლარში აქვთ განთავსებული.

„ზოგადად მივდივართ იმ მიმართულებით, რომ საგადასახადო კანონმდებლობა ხელს უწყობდეს დაზოგვას და თუნდაც ის, რომ ჩვენ მოგების გადასახადზე გადავდივართ, რომელიც მხოლოდ განაწილებული მოგების დაბეგვრას გულისხმობს და ნიშნავს იმას, რომ თუ მოგება იქნება გაუნაწილებელი, ის არ დაიბეგრება, ამით ლარში გაიზრდება დანაზოგები. მართლაც სერიოზული პრობლემაა ის, რომ დოლარიზაციის მაჩვენებელი არის მაღალი. სამწუხაროდ, დოლარიზაციის მაჩვენებელი მაღალია დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის მთელს ისტორიაში“,- აღნიშნა ხადურმა.

Share