Home » მსოფლიო » Nissan-მა შექმნა სისტემა, რომელიც მობილური ტელეფონების სიგნალს ავტომატურად ბლოკავს

Nissan-მა შექმნა სისტემა, რომელიც მობილური ტელეფონების სიგნალს ავტომატურად ბლოკავს

ავტომობილების მწარმოებელმა კომპანია ნისანმა შექმნა სისტემა, რომელიც მობილური ტელეფონების სიგნალს ავტომატურად ბლოკავს. კომპანიამ უკვე შექმნა რამოდენიმე ვარიანტი თუ როგორ იქნას დაბლოკილი შემომავალი ზარები და სოციალური ქსელებიდან შემოსული შეტყობინებები.

როგორც შემქმენლები აცახდებენ ეს პრინციპი ფარადეის მსგავსი იქნება, რომელიც 1830 წელს გამოიყენებოდა. როგორც ირკვევა ავტომობილზე დამონტაჟებული იქნება სპეციალური მატერიალი, რომელიც ელექტრომაგნიტური ველების შემოსვლას შეუშლის ხელს.

გამომდინარე იქედან, რომ მობილურის გამოყენება ავარიის შემთხვევის რისკს ზრდის და არაერთი ასეთი ფაქტი უკვე დაფიქსირდა, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება ეს სიტუაცია უკეთესობისკენ შეეცვალა. კომპანია ნისანის ხელმძღვანელის განცხადებით სოცილაური მედიიდან და სხვადასხვა პროგრამებიდან შემოსული შეტყობინებები, საჭესთან მჯდომ პიროვნებას უბიძგებს მობილურის აქტიურად მომხმარებისკენ. 2017 წლის ოქტომბერში ამერიკის შეერთებულ შტატებში მძღოლმა ერთი ქალბატონი და 3 მცირეწლოვანი ბავშვი იმსხვერპლა, უბედური შემთხვევის მიზეზი კი მობილური ტელეფონის გამოყენება გახდა.

 

 ლევან ლაგვილავა

Share