Home » ბიზნესი » ნინო ზამბახიძე: გერმანიაში დასაქმების პროგრამა სიღარიბის დაძლევის გზა ნამდვილად არ არის

ნინო ზამბახიძე: გერმანიაში დასაქმების პროგრამა სიღარიბის დაძლევის გზა ნამდვილად არ არის

ფერმერთა ასოციაცია ქართველების გერმანიაში ლეგალურად დასაქმების პროგრამას ნაწილობრივ აკრიტიკებს. ნინო ზამბახიძე „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ ეს ახალგაზრდა ადამიანებს მიგრაციისკენ უბიძგებს. ზამბახიძე ეჭვობს, რომ გერმანიაში 3 თვით წასული მოქალაქეები საქართველოში დაბრუნებისგან თავს შეიკავებენ.

„ქართული შრომის ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა კვალიფიციური კადრები იყო. სოფლის მეურნეობის სექტორი დასაქმების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი გახლდათ. შესაბამისად, რა პროექტებიც ახლა ხორციელდება, ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე ადამიანებს მიგრაციისკენ უბიძგებს.

მართალია, ამბობენ, რომ ეს სამ თვიანი პროგრამაა, თუმცა მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ის ადამიანები უკან დაბრუნდებიან.

ეს რომ ყოფილიყო საგანმანათლებლო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, ნამდვილად მივესალმებოდი, მაგრამ დასაქმების პროგრამა ნამდვილად არ არის სიღარიბის დაძლევის, შემდგომში სამუშაო ადგილების შექმნისა და სიდუხჭირის აღმოფხვრის გზა“,- აღნიშნა ზამბახიძემ.

Share