Home » საზოგადოება » ნინო ჯღარკავა: ნავთობისა და გაზის კორპორაციში ყველა დარღვევა გამოვლენილია 2013 წლამდე
ნინო ჯღარკავა: ნავთობისა და გაზის კორპორაციში ყველა დარღვევა გამოვლენილია 2013 წლამდე

ნინო ჯღარკავა: ნავთობისა და გაზის კორპორაციში ყველა დარღვევა გამოვლენილია 2013 წლამდე

ნავთობის და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო ჯღარკავა თავის სოციალურ ქსელში იმ გავრცელებულ ინფორმაციზე კომენტარებს ეხმიანება, რომელიც აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ დასკვნას მოჰყვა კორპორაციაზე.

“აუდიტის მიერ გამოვლენილ ყველა დარღვევაზე ნავთობისა და გაზის კორპორაციამ გასცა შესაბამისი პასუხი, ყველა დარღვევა გამოვლენილია 2013 წლამდე,ბევრ ფაქტზე პროკურატურაშიც საქმეა აღძრული, ამიტომ რაც არ უნდა ეცადოთ მავანი ვერ მოაბავთ კუდებს, დღევანდელ მენეჯმენტს,კორპორაციას რომელსაც წელიწადში 140 მილიონი აქვს მოგება და ნაცებივით 300 მილიონი არც ქუთაისის პარალმენტის მშენებლობისთვის გადაუსროლიათ, არც დანამატები აუღიათ, არც ხელფასები მოუმატებიათ, პირიქით, ავაშენეთ გარდაბნის თბოლექტროსადგური, ვაშენებთ მეორეს, ვაშენებთ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტს ამიერიკავკასიაში გაზსაცავს, მიმდინარაეობს მილსადენების რეაბილიტაცია, ძაან უხერხულია ნაცების მმართველობის ხანაზე მოთხოვო პასუხი!”, – წერს ნინო ჯღარკავა.

Share