Home » ახალი ამბები » ნიკორწმინდის ტაძრის რეაბილიტაცია იწყება
ნიკორწმინდის ტაძრის რეაბილიტაცია იწყება

ნიკორწმინდის ტაძრის რეაბილიტაცია იწყება

ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნიკორწმინდის ტაძრის რეაბილიტაცია იწყება.

წელს დაგეგმილია ნიკორწმინდის ტაძრის ფასადის ქვის, სამრეკლოსა და კედლის მხატვრობის რესტავრაცია, ხოლო სრული რეაბილიტაცია დასრულდება 2018 წელს.

რაჭაში მდებარე ნიკორწმინდის გუმბათოვანი ტაძარი ეროვნული ხუროთმოძღვრების შედევრია და მე-11 საუკუნით თარიღდება.

2013-2016 წლებში დაფინანსდა კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის 450-ზე მეტი პროექტი.

Share