Home » ბიზნესი » ,,ნიკორას” ქსელში ,,სანტეს” გაფუჭებული პროდუქცია აღმოაჩინეს
,,ნიკორას" ქსელში ,,სანტეს" გაფუჭებული პროდუქცია აღმოაჩინეს

,,ნიკორას” ქსელში ,,სანტეს” გაფუჭებული პროდუქცია აღმოაჩინეს

,,ნიკორას” გორის სავაჭრო ქსელში მომხმარებელმა ,,სანტეს” გაფუჭებული ხაჭო აღმოაჩინა”, – აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია ,,თრიალეთი” ავრცელებს.

როგორც ტელეკომპანიის მიერ მომზადებულ სიუჟეტიდან ირკვევა,  მოქალაქე ნელიკა ხუბერაშვილმა კომპანია ,,სანტეს” ხაჭო ,,ნიკორას” გორის სავაჭრო ქსელში შეიძინა და როდესაც სახლში მიიტანა აღმოჩნდა, რომ იგი გაფუჭებული იყო. დაზარალებულმა მომხმარებელმა გადაწყვიტა პროდუქტი უკან დაებრუნებინა, მისი თქმით გასულ კვირასაც მოხდა ანალოგიური შემთხვევა, როდესაც ,,ნიკორას” ქსელში ნაყიდი ,,სანტეს” პროდუქტი, სახლში მიტანისას აღმოჩნდა, რომ გაფუჭებული იყო. ,,სანტეს” ხაჭოს, ეტიკეტის მიხედვით, ვადა არ აქვს გასული, თუმცა პროდუქტს რომ ობი აქვს მოკიდებული ეს შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს.

სავაჭრო ქსელ ,,ნიკორაში” დაზარალებულ მომხმარებელს უთხრეს, რომ ისინი პასუხისმგებლები არიან  არ გაიყიდოს ვადაგასული პროდუქცია, რაც შეეხება ვადიანი პროდუქტის ხარისხს, ამაზე სავაჭრო ქსელში პასუხისმგებლობას იხსნიანი და მომხმარებელს კომპანია ,,სანტესთან” ამისამართებენ.

დაზარალებულ მომხმარებელს ,,ნიკორას” იურისტი ტელეფონით ესაუბრა და აუხსნა, რომ ბოლო დროს მომხმარებლები კომპანია ,,სანტეს” პროდუქციით უკმაყოფილო არიან და უხარისხო პროდუქციის შემთხვევები სხვა სუპერმარკეტებშიც დაფიქსირდა. როგორც კომპანიის იურისტი აცხადებს, ,,ნიკორას” მენეჯმენტს აღნიშნულ საკითხზე ,,სანტეს” წარმომადგენლებთან შეხვედრაც აქვს დაგეგმილი და თუ სიტუაცია არ გამოსწორდა ,,ნიკორაში” არ გამორიცხავენ, რომ ,,სანტეს” პროდუქციის რეალიზაციაზე უარი თქვან.

ტელეკომპანია ,,თრიალეთი” სანტეს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსაც დაუკავშირდა, თუმცა კომპანიაში არც სატელეფონო ზარის და არც წერილობითი მიმართვის შემთხვევაში არ დაუბრუნებიათ პასუხი.

მერკე მაისურაძე

Share