Home » ფინანსები » ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ეროვნულ ბანკს საკმარისი რეზერვი აქვს იმისთვის, რომ ლარის კურსი არ გაუფასურდეს

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ეროვნულ ბანკს საკმარისი რეზერვი აქვს იმისთვის, რომ ლარის კურსი არ გაუფასურდეს

ლარის კურსი ძალიან დიდი დოზითაა დამოკიდებული მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებზე, ჩვენ ვხედავთ, რომ თურქული ლირა დაახლოებით 10 პროცენტითაა გაუფასურებული და ლარის გაუფასურება ჩვენთან დოლარის მიმართ სწორედ ამითაა განპირობებული.

აქედან გამომდინარე საპანიკო არაფერია, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა, ნიკოლოზ მჭედლიშვილმა ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ეროვნულ ბანკს საკმარისი რეზერვი აქვს იმისთვის, რომ ლარის კურსი არ გაუფასურდეს და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„ლარის კურსი ძალიან დიდი დოზითაა დამოკიდებული მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებზე, ჩვენ ვხედავთ, რომ თურქული ლირა დაახლოებით 10 პროცენტითაა გაუფასურებული და ლარის გაუფასურება ჩვენთან დოლარის მიმართ სწორედ ამითაა განპირობებული.

საპანიკო არაფერია, რადგან თვითონ ფულად-საკრედიტო პოლიტიკა ეროვნული ბანკის და ასევე მთავრობის ფისკალური პოლიტიკა არის აწონ-დაწონილი და ადეკვატური.

ეროვნულ ბანკს საკმარისი რეზერვი აქვს იმისთვის, რომ ლარის კურსი არ გაუფასურდეს და პანიკის საფუძველი არ არის, თუმცა ოპოზიცია მოქმედებს პრინციპით, რაც უარესი, მით უკეთესი და ისინი თესავენ პანიკას და ეს გარკვეული ფსიქოლოგიური შიშებიც მოქმედებს ხოლმე ლარის კურსზე დოლარის მიმართ“, – განაცხადა მჭედლიშვილმა.

Share