Home » ბიზნესი » ნიკოლოზ გამყრელიძე GEORGIA CAPITAL-ის დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა

ნიკოლოზ გამყრელიძე GEORGIA CAPITAL-ის დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა

ნიკოლოზ გამყრელიძე საინვესტიციო ჰოლდინგ „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა.

გამყრელიძე გენერალური დირექტორის მოადგილედ დაინიშნა, შედეგად, ირაკლი გილაურს სამი მოადგილე ჰყავს: გიორგი ალფაიძე, ავთანდილ ნამიჩეიშვილი და ნიკოლოზ გამყრელიძე.

ამავე დროს, ნიკოლოზ გამყრელიძე „საქართველოს კაპიტალის“ შვილობილ „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.

„საქართველოს კაპიტალი“ (CGEO) ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. ჰოლდინგის კაპიტალიზაცია 242 მლნ ფუნტია. კომპანიის აქტივებს შორისაა სამედიცინო და ფარმაცევტული, ღვინის, ლუდის, სასტუმრო და საცხოვრებელი ბიზნესები, ასევე ენერგეტიკული და კომუნალური მომსახურების მიმწოდებელი კომპანიები.

წყარო: business-partner.ge

Share