Home » ეკონომიკა » ნიკოლოზ გაგუა: შემდგომი წლები, ჩვენს საგარეო ვალს გამოკვეთილი კლების დინამიკა ექნება

ნიკოლოზ გაგუა: შემდგომი წლები, ჩვენს საგარეო ვალს გამოკვეთილი კლების დინამიკა ექნება

მნიშვნელოვნად შემამცირებელი ეფექტი ექნება ვალუტის გამყარებას საქართველოს მთავრობის ვალზე, რომელმაც 2020 წლის ბოლოს 60%-ს მიაღწია და ვვარაუდობთ, რომ 1-2 წელიწადში 50%იან ნიშნულთან უნდა მივიდეს და შესაძლოა, ჩამოსცდეს კიდეც, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„2019 წლის ბოლოს, ანუ პანდემიამდე, ჩვენი ვალის მაჩვენებელი დაახლოებით 40% იყო. ეს არის საკმაოდ დაბალ მაჩვენებლად ითვლება. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს მაჩვენებელი გაიზარდა 2020 წელს. შემდგომი წლები გამოკვეთილი კლების დინამიკა ექნება ჩვენს საგარეო ვალს. ეს გამოიხატება სავალუტო კურსის სტაბილიზაციიდან გამომდინარე.

ასევე იმ ფაქტორებიდან გამომდინარე, რომ მომავალ წლებში სესხების გასტუმრება გადააჭარბებს ვალის აღებას და აქედან გამომდინარე, ვალ ექნება შემცირების ტენდენცია. საშუალოვადიან პერიოდში ველოდებით ვალის მაჩვენებლის 50%-თან დაახლოებას, შეიძლება ჩამოცდენასაც კი.

ჩვენს პროგნოზში სწორედ ასეთი მაჩვენებელია საშუალოვადიან პერიოდში. ჩვენი საგარეო ვალის ერთ-ერთი სუსტი მხარე არის, უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ ვალზე დამოკიდებულება, რაც წინა პერიოდით იყო გამოწვეული.

ჩვენი ვალის სტრატეგია მოიცავს ადგილობრივ ვალუტაზე მეტად დამოკიდებულებას და შესაბამისად ეს პროცესი, რომელიც ბევრ რეფორმასთან არის დამოკიდებული, უნდა გაძლიერდეს და ვალუტის რყევებზე დამოკიდებულება უდნა შემცირდეს.

მნიშვნელოვნად შემამცირებელი ეფექტი ექნება ვალუტის გამყარებას საქართველოს მთავრობის ვალზე, რომელმაც 2020 წლის ბოლოს 60%-ს მიაღწია და ვვარაუდობთ, რომ 1-2 წელიწადში 50%იან ნიშნულთან უნდა მივიდეს და შესაძლოა, ჩამოსცდეს კიდეც“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

Share