Home » საზოგადოება » ნიკოლოზ გაგუა: საქართველოს ევრობონდებზე ინვესტორების მხრიდან მოთხოვნამ მიწოდებას ოთხჯერ გადააჭარბა

ნიკოლოზ გაგუა: საქართველოს ევრობონდებზე ინვესტორების მხრიდან მოთხოვნამ მიწოდებას ოთხჯერ გადააჭარბა

საქართველოს ევრობონდებზე ინვესტორების მხრიდან ოთხჯერ მეტი მოთხოვნა იყო ვიდრე მიწოდება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ევრობონდებზე გაზრდილი ინტერესი განაპირობა ბოლო პერიოდში ჩვენს მიერ გაუმჯობესებულმა საკრედიტო რეიტინგმა. ჩვენ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გვქონდა წარმატებული პროგრამა სავალუტო ფონდთან. ეს კი საკმაოდ პოზიტიურ ნაბიჯს ქმნის საქართველოს მაკროეკონომიკურ მმართველობასთან მიმართებით.

საქართველოს ეკონომიკის ეს ნაწილი, კერძოდ მაკროეკონომიკის მაღალი დონე არაერთხელ გამხდარა სარეიტინგო კომპანიების დადებითი შეფასების საფუძველი“, – განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

ამასთან ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ გასულ კვირას სავალუტო ფონდმა საქართველოში ოთხწლიანი პროგრამა დაასრულა.

„ფონდმა პროგრამის მიმდინარეობა დადებითად შეაფასა და შესაძლოა ამანაც დადებითად იმოქმედა ევრობონდების ფასსა და მოთხოვნაზე“, – აღნიშნა გაგუამ.

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ევრობონდებზე დაბალი საპროცენტო განაკვეთის დაფიქსირებით, ბიუჯეტი მომდევნო 5 წელი დაზოგავს, დაახლოებით, 350 მილიონ ლარს

12 აპრილს საქართველომ 2011 წელს გამოშვებული ევრობონდები უკვე დაფარა და ფინანსთა სამინისტრო ახალი ევროობლიგაციების გამოშვებას გეგმავს.

Share