Home » საზოგადოება » ნიკოლოზ ჩხეტიანი – ადრონული თერაპიის ცენტრი ახალ დონეზე გაიყვანს ქუთაისს

ნიკოლოზ ჩხეტიანი – ადრონული თერაპიის ცენტრი ახალ დონეზე გაიყვანს ქუთაისს

ადრონული თერაპიის ცენტრი ახალ დონეზე გაიყვანს ქუთაისს, – აცხადებს ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი.

ჩხეტიანის თქმით, ადრონული თერაპიის ცენტრთან დაკავშირებით დღეს გაიმართა სამუშაო შეხვედრა ბელგიელ და ესპანელ კოლეგებთან.

„ადრონული თერაპიის ცენტრი იქნება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის უნიკალური სეგმენტი, რაც მისცემს უნივერსიტეტს საშუალებას ერთის მხრივ, აწარმოოს კვლევები და ცდები ფიზიკის დარგში, მეორეს მხრივ, ეს იქნება სამედიცინო ცენტრი, რომელიც ონკოლოგიურ პაციენტებს შესთავაზებს ახალი მეთოდოლოგიით მკურნალობას. ეს იმდენად ნოვატორული ტექნოლოგიაა, რომ არა მხოლოდ ქუთაისსა და საქართველოში, რეგიონშიც კი არ მოიპოვება არსად მსგავსი ცენტრი. უახლოესი ევროპაში უნდა ეძიოს ადამიანმა.

შესაბამისად, ეს ახალ დონეზე გაიყვანს ქუთაისს, მისცემს მას განვითარების ახალ შესაძლებლობას და მოიზიდავს აქ, როგორც სტუდენტებს, ასევე მისცემს საშუალებას, უმასპინძლოს აქ მეცნიერებს, მკვლვერებსა და იმ ხალხს, ვისაც სჭირდება მკურნალობა ონკოლოგიის დარგში“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) ადრონული თერაპიის ცენტრის საპროექტო სამუშაოები უკვე დაიწყო.

Share