Home » მსოფლიო » ნიკოლ ფაშინიანი მოსახლეობას – მინდა ბოდიში მოგიხადოთ დაშვებული ყველა შეცდომისთვის

ნიკოლ ფაშინიანი მოსახლეობას – მინდა ბოდიში მოგიხადოთ დაშვებული ყველა შეცდომისთვის

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თავისი შეცდომებისთვის თანამემამულეებს ბოდიშს უხდის. ამის შესახებ მან ერევანში, მისი მომხრეების მიერ ორგანიზებულ მიტინგზე განაცხადა.

პრემიერი მომხრეებთან შვილთან და მეუღლესთან ერთად მივიდა.

„საუბარია ჩვენ მთავრობაზე, პირადად ჩემზე. მინდა ბოდიში მოგიხადოთ მათ მიერ დაშვებული ყველა შეცდომისთვის“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მან მომხრეებს პირობა მისცა, რომ გაკვეთილს გამოიტანს ჩადენილი შეცდომებიდან.

მანვე, თავის მთავარ მიღწევად დაასახელა ხალხის ხელისუფლების დაარსება.

„მხოლოდ ხალხი უნდა წყვეტდეს, ვინ იქნება ხელისუფლების სათავეში. სურთ, რომ ხალხს ძალაუფლება წაართვან, მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ“ , – განაცხადა ფაშინიანმა.

Share