Home » მსოფლიო » ნიკოლ პაშინიანი 14 მაისს ვლადიმერ პუტინს შეხვდება
ნიკოლ პაშინიანი 14 მაისს ვლადიმერ პუტინს შეხვდება

ნიკოლ პაშინიანი 14 მაისს ვლადიმერ პუტინს შეხვდება

სომხეთის ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ პაშინიანმა იმედოვნებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს 14 მაისს შეხვდება.

“იმედი მაქვს, რომ იქნება ორმხრივი შეხვედრა, ნებისმიერ შემთხვევაში მე სამიტზე მივდივარ”, – განაცხადა ჟურნალისტებთან პაშინიანმა.

14 მაისს სოჭში ევრაზიის ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე გაიმართება, სადაც მათი შეხვედრაა მოსალოდნელი.

დღეს, 8 მაისს სომხეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნიკოლ პაშინიანი აირჩია. აღსანიშნავია, რომ ის პრემიერის პოსტზე ერთადერთი კანდიდატი იყო.

პაშინიანის კანდიდატურას მხარი 58-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 42 დეპუტატმა არა. ერთმა დეპუტატმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

Share