Home » მსოფლიო » ნიკოლ ფაშინიანი: სომხურ-რუსული ურთიერთობები უფრო ძმური იქნება
ნიკოლ ფაშინიანი: სომხურ-რუსული ურთიერთობები უფრო ძმური იქნება

ნიკოლ ფაშინიანი: სომხურ-რუსული ურთიერთობები უფრო ძმური იქნება

სომხურ – რუსული ურთიერთობები უფრო ძმური იქნება, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

მისი თქმით, სჯერა, რომ პუტინთან შეხვედრა შედეგიანი იქნება.

►“ეს იყო საბედისწერო შეცდომა, რომელმაც გააფუჭა ქართულ-სომხური ურთიერთობები”

ფაშინიანმა ორი ქვეყნის ბიზნესმენებს მოუწოდა, რომ ინვესტიციები განახორციელონ სომხეთში.

„მოვუწოდებ ყველა სომეხს, ბიზნესმენებს სოჭში და ყველა რუს და სომეხ ბიზნესმენს რუსეთის ფედერაციაში, რომ ჩამოვიდნენ სომხეთში და განახორციელონ ინვესტიციები, შექმნან სამუშაო ადგილები, რადგან ეს არის ახალი სომხეთი, სადაც ყოველი ინვესტიცია დაცული იქნება“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

► ფაშინიანის პრესსპიკერი: ფაშინიანს არ უსაუბრია ბაგრამიანის ბატალიონზე და აფხაზეთზე

დელეგაცია სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მეთაურობით სოჭში ევრაზიის ეკონომიკური საბჭოს უმაღლეს სამიტზე მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. სამუშაო ვიზიტისას გაიმართება პირველი შეხვედრა სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის. დაგეგმილია სხვა ორმხრივი შეხვედრებიც.

► ნიკოლ ფაშინიანი გიორგი კვირიკაშვილს სომხეთში ეპატიჟება და იმედოვნებს, რომ მიწვევას საქართველოდანაც მიიღებს

Share