Home » ეკონომიკა » ნიკა შენგელია – ოქტომბრის ბოლოდან ლარის კურსი აღმავალ ტრენდს შეინარჩუნებს
ნიკა შენგელია - ოქტომბრის ბოლოდან ლარის კურსი აღმავალ ტრენდს შეინარჩუნებს

ნიკა შენგელია – ოქტომბრის ბოლოდან ლარის კურსი აღმავალ ტრენდს შეინარჩუნებს

არსებობს   რიგი ანალიტიკოსების მოსაზრებებისაა ,რომ ლარის გაუფასურება ეს  მხოლოდ ფსიქოლოგიური ფაქტორია  და ამიტომაც რუსული რუბლისა  და თურქული  ლირის  გაუფასურებას ლარის მყისიერი ვარდნაც უნდა მოყოლოდა.

ჩვენ ვფიქრობთ ,რომ ლარი   რეალურად მაშინ  გაუფასურდება თუ საქართველოდან ექსპორტი მოიკლებს და უცხოეთში მყოფი  ემიგრანტების მხრიდან  განხორციელებული ტრანზაქციები საქართველოს მიმართულებით  შემცირდება. (ჯერ არცერთი  არ მომხდარა)

გამომდინარე აქედან, თურქული ლირისა და რუსული რუბლის გაუფასურებას, რომ   მყისიერად ლარიც მიაყოლეს ეს დიდწილად მხოლოდ ბანკების ოინებია და  მოსახლეობაც ფსიქოლოგიურად უკვე განანყო საბანკო სისტემამ ამისათვის.  ფსიქოლოგიურად ლარის გაუფასურება არჩევნების შემდეგაც ელოდებიან,იმიტომ რომ  ბოლო პერიოდში ყოველთვის ასე  ხდებოდა და  ამაზეც ოლიგოპოლიურმა საბანკო სექტორმა იზრუნა რაც წარმაყებით განახორციელა კიდეც იმიტომ, რომ ლარისთვის  არამდგრადობის იმიჯი შეექმნა.  ასეთი ქმედება  საბანკო სისტემას ჭირდება იმისათვის , რომ   საფინანსო სექტორის სხვა წარმომადგენლებისათვის,  თუნდაც როგორიცაა მიკროსაფინანსო კმპანიები რომლებიც სესხებს გაცემენ ,  აიძულონ დააფორვარდოს  ლარის კურსი დოლართან მიმართებაში და ამ  მომსახურეობაში  მას 8% მდე საკომისიო გადაახდევინოს.

დავაკვირდეთ მსოფლიო ბაზრებზე პროცესებს. ჩვენი პროგნოზებით  საერთშორისო ბაზრებზე, ნავთობის ფასი  სექტემბრის პირველი ნახევრიდან   დეკემბრის 20 რიცხვამდე  ვარდნას დაიწყებს. ოქროს ფასი ნოემბრის 10 რიცხვიდან დაიწყებს აღმავალი ტრენდის შენებას. ამას დაუმატოთ  ისიც,რომ აშშ -ს მხრიდან რუსეთსა და თურქეთზე დადებული სანქციები და მომატებული საიმპორტო გადასახადებიდან მომდინარე შედეგები უკვე რეალურ ზეგავლენას მოახდენს პროცესებზე, დაუმატოთ ასევე ,რომ აშშ ს ფედერარული საბანკო სისტემა  სავარაუდოდ არ გადაუხვევს თავისი პოლიტიკას,ანუ ტრამპის თხოვნას არ მოახდინოს საპროცენტო განაკვეთების ზრდა- უგულვებელყოფს. ამასობაში საქართველოში  კი ფულადი მასა იმატებს. გამომდინარე აქედან  და სხვა საგაერეო და საშინაო ფაქტორებიდან  შეგვიძლია  ვთქვათ, რომ ოქტომბრის ბოლოდან მოყოლებული 2019 წლის ივლისამდე  ლარი  გაუფასურების ახალ ტრენდს ააგებს.

მთავრობას ,რეკომენდაციის სახით კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრათ, რომ  სანამ საფინანსო ბაზარს არ გააცოცხლებს  რეალური ეკონომიკური  ზრდის ილუზია არ უნდა გვქონდეს. სწორედ ასეთი ქმედებით აიძულებს საბანკო სექტორს ფული დააბანდოს ბიზნესში და შექმნას ახალი სამუშაო ადგილები.

გვინდა ინკლუზიურად ზრდადი ქართული ეკონომიკა? – მაშინ კეთილი უნდა ინებოთ და უნდა გამოტაცოთ ოლიგოპოლიურ საბანკო სექტორს ხელიდან საფინანსო ბაზარი, ისე არაფერი გვეშველება. სწორედ ასეთი ქმედებით, კერძო საპენსიო ფონდებში აკუმლირებული დიდძალი კაპიტალი (რომელის ხელში ჩაგდებაზეც  ბანკები კბილებს ილესავენ) უმოძროდ   და სამევახშეო კაპიტალად არ გადაიქცევა  და საფონდო ბაზრის საშუალებით ქართულ ეკონომიკას ინვესტიციების სახით მოევლინება, როგორც შედარებით იაფი ფული ბიზნესისათვის.

 ჩვენ ჩვენი ვთქვით და რამდენად ყურად იღებენ  ეგ უკვე  მეორე საკითხია.

ვიმედოვნებთ,რომ ქვეყნის  როგორც პოლიტიკური ,ასევე  ეკონომიკის მართველი გუნდი  დროულად გააცოცხლებს საფინანსო ბაზარს საქართველოში ,რათა არ დაუშვას კარზე მომდგარი  საპენიო  კაპიტალის უცხოეთში გადინებას,  ასევე  ყურადღებით მოეკიდება  მეზობელ რეგიონალურ ქვეყნებში ,აშშ-ის პროტექციონისტური ღონისძიებებიდან  მომდინარე ,  გამოწვეულ  პროცესებს  და  თავს აგვარიდებს მისგან მოსალოდნელ  ნეგატიურ ცვლილებს.

ეკონომიკის დოქტორი, საქართველოს მეცნიერთა საბჭოს წევრი

ნიკა შენგელია

Share