Home » ახალი ამბები » ნიკა მელია: მელია კი ვარ, მაგრამ ის დროა, დათვივით დავიძინო
ნიკა მელია: მელია კი ვარ, მაგრამ ის დროა, დათვივით დავიძინო

ნიკა მელია: მელია კი ვარ, მაგრამ ის დროა, დათვივით დავიძინო

“მელია კი ვარ, მაგრამ ის დროა, დათვივით დავიძინო რამდენიმე დღით, სანამ ვნებები ჩაცხრება”, – ასე ეხმიანება საკუთარ ფეისბუქ გვერდზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებებს.

კერძოდ, გუშინ ტელეკომპანია “მთავარის ეთერში” მიხეილ სააკაშვილმა ,,ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერზე, გიგა ბოკერიაზე თქვა, რომ მას განსაკუთრებულად ცინიკური დამოკიდებულება აქვს ქართული ტრადიციებისა და ფასეულობების მიმართ.

kvira.ge

Share