Home » მსოფლიო » ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა კოვიდ-შეზღუდვების მოწინააღმდეგეებს იდიოტები უწოდა

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა კოვიდ-შეზღუდვების მოწინააღმდეგეებს იდიოტები უწოდა

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ კოვიდ-შეზღუდვების მოწინააღმდეგეებს, რომლებმაც მასშტაბური აქციები გამართეს, იდიოტები უწოდა.

„ეს სუფთა ძალადობაა, რომელიც პროტესტით იყო შენიღბული. საზოგადოებაში დიდი მღელვარებაა, რადგან ამდენი ხანია საქმე კორონავირუსით გამოწვეულ უბედურებასთან გვაქვს.

თუმცა, მე არასდროს მივიღებ იდიოტებს, რომლებიც ძალადობას მიმართავენ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ბედნიერები არ არიან“, – განაცხადა მან.

ნიდერლანდებში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები 19-22 ნოემბერს ათასობით ადამიანმა გააპროტესტა.

მომიტინგეებმა რამდენიმე ადგილას ხანძარი გააჩინეს, სამართალდამცავებს კი ქვები დაუშინეს. აქციების დროს 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

ნიდერლანდებში ახალი რეგულაციების მიხედვით, ბარები, რესტორნები და სუპერმარკეტები 20:00 საათზე იკეტება, მაღაზიები კი 18:00 საათამდე მუშაობენ.

Share