ეროვნული ბანკის NBG AI Platform Qorus–Infosys Finacle Banking Innovation Awards 2026-ის AI-led Value Creation კატეგორიაში 12 საუკეთესო ნომინანტს შორის მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია ეროვნული ბანკის ფეისბუქის გვერდზე აღნიშნული.

NBG AI Platform სებ-ის შიდა AI ეკოსისტემაა, რომელიც აერთიანებს AI აგენტებს, სპეციალიზებულ ჩატბოტებსა და ანალიტიკურ ინსტრუმენტებს. პლატფორმის მიზანია შიდა პროცესების გამარტივება, ავტომატიზაცია, გაციფრულება და თანამშრომლებისთვის AI შესაძლებლობების ყოველდღიურობაში ინტეგრირება.

აღსანიშნავია, რომ AI-led Value Creation კატეგორიის 12 ნომინანტს შორის საქართველოს ეროვნული ბანკი ერთადერთი ცენტრალური ბანკია. ნომინანტებს შორის არიან მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები, მათ შორის - ABN AMRO, Banco de Bogotá, E.SUN Bank, EQ Bank, TD Bank და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, რაც ხაზს უსვამს სებ-ის AI ინიციატივის საერთაშორისო მნიშვნელობასა და კონკურენტუნარიანობას.

სებ-ს ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების მიმართულებით საერთაშორისო აღიარება აქამდეც აქვს მოპოვებული — საქართველოს ეროვნული ბანკი CentralBanking - ის ორი ჯილდოს მფლობელია.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ხმის მიცემა და თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია!ხმის მისაცემად:

  •  გადადით ბმულზე: https://www.qorusglobal.com/award/30446/vote
  •  დარეგისტრირდით პროფესიული ელ. ფოსტით
  •  გახსენით *AI-led Value Creation* კატეგორია
  •  აირჩიეთ *National Bank of Georgia* და კიდევ ორი სხვა ნომინანტი, რადგან ხმის დასაფიქსირებლად საჭიროა სამი ორგანიზაციის არჩევა.ხმის მიცემა 16 ივლისამდე გრძელდება!