მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მე-10 კონკურსზე1200-ზე მეტი მასწავლებელი წარადგინეს. ინიციატივის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი, რომელიც განათლების მიმართულებით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.

კონკურსზე წარდგენილ მასწავლებლებს შორის არიან პედაგოგები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, რომლებიც საკუთარი პროფესიული საქმიანობითა და განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილით გამოირჩევიან.

შეგახსენებთ, რომ კონკურსი სამ ეტაპად ტარდება. პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურ შემოწმებას გადიან, რის შემდეგაც საუკეთესო ათეული ირჩევა. შემდგომ ეტაპზე ხდება ხუთი ფინალისტის გამოვლენა, ხოლო გამარჯვებული 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს დასახელდება.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში 2017 წელს დაწესდა და გლობალური ინიციატივის - „The Global Teacher Prize“-ის ნაწილია. პროექტის მიზანია მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია, განათლების სფეროში გამორჩეული ადამიანების წარმოჩენა და მათი საქმიანობის დაფასება.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერები არიან: გენერალური სპონსორი - გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი; მთავარი მხარდამჭერი - საქართველოს ბანკი; ოქროს სპონსორი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; მხარდამჭერი და სპონსორი - კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC); მხარდამჭერი - ალტე უნივერსიტეტი.

ინფორმაციისთვის, მოსწავლეების, სტუდენტების, ახალგაზრდა პროფესიონალებისა და მასწავლებლებისმხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკისთვისგანათლება უკვე ექვს წელზე მეტია CSR მიმართულებისერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ბანკი 40-ზე მეტსაგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და მხარსუჭერს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნისგანათლების შესაძლებლობას.

საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტებსშორისაა: საქართველოს ბანკის სტიპენდიები, გიორგიჩახავას სახელობის სტიპენდია, დიდ ბრიტანეთში, აშშ-სადა გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება, იდეათეკები - საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკებისპროექტი, STEM სკოლა, STEM ოლიმპიადა, ეკონომიკისოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლებისოლიმპიადა, ევერესტი, საჯარო მეტყველების კონკურსიდა სხვა ინიციატივები.

საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტებისშესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელიავებგვერდზე ganatleba.bog.ge