ამერიკული ფინანსური კორპორაცია Mastercard-ს რუსული ბაზრიდან გასვლისა და სანქციების გავლენის შედეგად ყოველწლიურად $30 მილიონი ზარალი მიადგა.
ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებაში.
მონაცემების მიხედვით, კომპანიის მთლიანმა შემოსავალმა 2022 წელს შეადგინა 22,2 მილიარდი დოლარი, რაც 2021 წელთან შედარებით 18%-იანი ზრდაა. წმინდა მოგებამ 9,9 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით 14%-იანი ზრდაა.
ამავდროულად, Mastercard-მა განიცადა 30 მილიონი დოლარის ზარალი, „სანქციების დაწესებისა და [კომპანიის] საქმიანობის შეჩერების გამო რუსეთში“.
რუსეთის ფედერაციის დატოვების შემდეგ მთლიანმა ზარალმა შეადგინა $67 მილიონი, მაგრამ კომპანიამ მოახერხა 37 მილიონი დოლარის აღდგენა მომხმარებელთა გადახდების შემცირებით.
ეკა უკლება