ევროკავშირმა (EU) რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის ფარგლებში შემზღუდველ სიაში 18 უცხოური კომპანია შეიყვანა, მათ შორის აზერბაიჯანული Aqua Fleet Management.

ეს კომპანია 2024 წლის აგვისტოში დარეგისტრირდა მხოლოდ 100 მანეთის საწესდებო კაპიტალით.

კომპანიის მფლობელი კახაბერ ირემაძეა. კომპანიის რეგისტრაციის ოფიციალური მისამართი: სუმგაითი, სულხის ქუჩა, შენობა 5, ბინა 25.

არსებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია ნავთობის ტრანსპორტირებით არის დაკავებული. Aqua Fleet Management-ს ჰყავს ორი ტანკერი სახელწოდებით Saurri და Ederra, ასევე სატვირთო გემი Temirro.

ცნობილია, რომ გემები საერთაშორისო წყლებში კამერუნის დროშის ქვეშ დაცურავენ.

ევროკავშირმა ანტირუსული ზომების პაკეტის ფარგლებში სანქციები დააწესა 18 კომპანიის წინააღმდეგ აზერბაიჯანიდან, ინდოეთიდან, ჩინეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, სინგაპურიდან და მავრიკიიდან, ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტის შემოღების შესახებ რეზოლუციაში..

გარდა ამისა, სიაში ასევე შედიან ჩინური Bellatrix Energy, Zhu Jiang Shipmanagement, ACE Electronic HK (რეგისტრირებულია ჰონგ-კონგში), Wuhan Global Sensor Technology და Shandong ODES Industry (ჩინეთი), Intershipping Services Hub Private და Nayara Energy ინდოეთიდან, Redbird Corporate Services და Sapang Shipping მავრიკიიდან, 2Rivers PTE სინგაპურიდან, Intershipping Services, Twister Shipmanagement, Admiral Group, Milavous Group, Monolink Group და Tarabya Logistics არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან.