უნგრეთი და რუსეთი ატომური ელექტროსადგურების მშენებლობას დააჩქარებენ 

უნგრეთი და რუსეთი შეთანხმდნენ, დააჩქარონ ინვესტიციები პაკშის ატომურ ელექტროსადგურზე ახალი ბლოკების მშენებლობაში. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიარტო განაცხადა. 

„უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გადავხედეთ ჩვენს პოზიციას პაკშის ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით. ენერგეტიკული კრიზისის გამო, ცხადი ხდება, რომ ის ქვეყნები, რომლებსაც შეუძლიათ დამოუკიდებლად აწარმოონ საჭირო რაოდენობის ელექტროენერგია, ნამდვილად უსაფრთხოდ არიან.

ამიტომ ატომური ელექტროსადგურების სწრაფი მშენებლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.

რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავუჭერთ მხარს ბრიუსელის არც ერთ წინადადებას, რომელიც რუსეთ-უნგრეთის ბირთვულ თანამშრომლობას გაართულებს ან თუნდაც შეუძლებელს გახდის“, - წერს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში.

მისი განმარტებით, ორივე მხარე შეთანხმდა ინვესტიციის მაქსიმალურად დაჩქარებაზე.