ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელმა კომპანიამ, სს „ნენსკრა ჰიდრომ“ ახალი ვებ-გვერდი – www.nenskrahydro.geაამოქმედა.
პროექტის შესახებ ძირითად ინფორმაციასთან ერთად, ვებ-გვერდზე ქართულ და ინგლისურ ენებზე განთავსდა ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების(გზშ) ანგარიშის 10 ტომი. შემდგომში აქვე აიტვირთება მთელი საპროექტო პერიოდის განმავლობაში დაგეგმილი მონიტორინგის შედეგები.
ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია პროექტით გათვალისწინებული გასაჩივრების მექანიზმის ონლაინ-ფორმაც. გასაჩივრების მექანიზმის მიზანი იმ საჩივრებზე რეაგირებაა, რომლებიც შესაძლოა, გაუჩნდეთ ადამიანებს, რომელთაც პროექტი უშუალოდ ეხებათ.
„ესოდენ მასშტაბური პროექტის განხორციელებისას ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა, ვიმუშავოთ მაქსიმალური გამჭვირვალეობის პრინციპებზე დაყრდნობით და ვაწარმოოთ ღია დიალოგი ყველა დაინტერესებულ პირთან. ახალი ვებ-გვერდი ამ ამოცანის შესრულებაში დაგვეხმარება“, – აღნიშნა სს „ნენსკრა ჰიდროს“ ოპერაციების მართვის დირექტორმა თეიმურაზ კოპაძემ.
სს „ნენსკრაჰიდრო“ კორეულისახელმწიფოკომპანია K-Water–ისადასს „საპარტნიოროფონდის“ თანამშრომლობისშედეგად 2015 წელს შეიქმნა. მისმიზანსმესტიისმუნიციპალიტეტში, მდინარეებისნენსკრასადანაკრასხეობებში მაღალკაშხლიანიჰიდროელექტროსადგურის – ნენსკრაჰესისმშენებლობა წარმოადგენს. ჰესისაქართველოსყოველწლიურად 1.2 გიგავატ/სთელექტროენერგიასმიაწვდის, რომელიცმთლიანადადგილობრივბაზარსმოხმარდება.
სს „ნენსკრაჰიდრო“ კორეული სახელმწიფო კომპანია K-Water–ისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. მის მიზანს მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის – ნენსკრა ჰესის მშენებლობა წარმოადგენს. ჰესი საქართველოს ყოველწლიურად 1.2 გიგავატ/სთ ელექტროენერგიას მიაწვდის, რომელიც მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება.