Home » ეკონომიკა » ნენსკრა ჰესის მილიარდიანი პროექტის მშენებლობა გაზაფხულიდან იწყება
ნენსკრა ჰესის მილიარდიანი პროექტის მშენებლობა გაზაფხულიდან იწყება

ნენსკრა ჰესის მილიარდიანი პროექტის მშენებლობა გაზაფხულიდან იწყება

სს „ნენსკრა ჰესს“ სვანეთში მასშტაბური ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის 97,5 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადაეცა.

სოფელ ჭუბერში მდებარე 6 მიწის ნაკვეთში, რომელიც ჯამში 975 214 კვ. მეტრია კომპანიას სიმბოლურ ფასად, 1 დოლარად გადაეცა, პირობით, ადგილზე ჰესი ააშენოს და ექსპლუატაციაში მიიღოს.

ჰესის მშენებლობა 2017 წლის გაზაფხულიდან დაიწყება. 280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურს „საპარტნიორო ფონდი“ კორეულ კომპანია K-Water-თან ერთად სვანეთში მდ. ენგურის შენაკადზე აშენებს, რომლის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთ. იქნება.

სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტი საბოლოოდ 2021 წელს დასრულდება.

ნენსკრა ჰესის პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლრდ აშშ დოლარამდეა.

აღსანიშნავია, რომ  „ნენსკრა ჰესის“  ტერიტორიაზე საოპერაციო სოფლიც განთავსდება,  რომელიც ჯამში 110 ადამიანზეა გათვლილი.

ოპერატორის მუდმივი საცხოვრებელი უბანი მოიცავს 5 შენობას, მათ შორის  ერთ, ორ და სამსართულიან საცხოვრებელ სახლებს, ერთ სასტუმრო სახლს,  ასევე  სასაწყობე/საოფისე  შენობებს.

მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა ასევე შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

 

წყარო: gbc.ge

Share