Home » საზოგადოება » NDI – მჩხიბავობა გრძელდება
NDI – მჩხიბავობა გრძელდება

NDI – მჩხიბავობა გრძელდება

ამ კვირაძალს ამერიკულმა ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა და მის მიერ სოციოლოგიური კვლევებისთვის შექმნილმა ,,კავკასიის რესურს – ცენტრმა” მორიგი კვლევის შედეგები შემოგვთავაზეს.

გასაოცარი ხალხია ეს ჩვენი მეგობარი ამერიკელები. უმრავლესობა ეუბნება: არ გვჯერა, ბატონო, თქვენი კვლევების, როგორც წესი ისინი განსაკუთრებით არჩევნებზე არ მართლდებაო, მაგრამ მაინც აკეთებენ, აკეთებენ და პერიოდულად გაგვახარებენ ხოლმე ახალი ზღაპრებით.

დავუშვათ და ამჯერად შესაბამისი მეთოდიკების დაცვით ჩატარდა გამოკითხვა, რა არის ნიშანდობლივი?

ისევ ის, რომ საქართველოში სოციოლოგიური კვლევების ავტორიტეტული კომპანიები არ არსებობენ. კომპანიები, რომელთაც საზოგადოება ენდობა, ამიტომ ამერიკელები გამოკითხვებს ატარებენ და ან ჩვენთვის სასარგებლო საქმესაც აკეთებენ: საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ვისთვის კეთილისმყოფელ და ვისთვის უარყოფით ზეგავლენას ახდენენ.
პაპუასია ვართ ისევ და იმიტომ.

თუმცა, არც ისე.
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის გამოკითხულთა 70% ფიქრობს, რომ საქართველო ევროკავშირში უნდა გაწევრიანდეს, ხოლო 23% ევრაზიულ კავშირს ემხრობა.
მოსახლეობის 62% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს, 38% კი დასაქმებულად.

1600 ლარზე მეტი გამოკითხულთა 3%-ს აქვს, 1200 ლარზე მეტი კიდევ 3%-ს. 800-დან 1200 ლარამდე 9%-ს. ესაა ქვეყნის შედარებით შეძლებული ფენა, სულ 15%. ყველაზე მეტი მოქალაქე 300 ლარამდე შემოსავლის მქონეა – 29%.

NDI – ს გამოკითხულთა 23% პენსიონერია, რაც აჩვენებს, რომ იზრდება ასაკოვანი ადამიანების წილი მოსახლეობის სტრუქტურაში, შრომისუნარიანი ადამიანები სულ უფრო მეტად მიდიან რუსეთში, ევროპაში, საბერძნეთში, თურქეთში.

39% ამბობს, რომ უმუშევარია და სამსახურს ეძებს. სამსახურს რომ ეძებენ უმუშევრები ეს კარგია, მაგრამ 40% რომ უმუშევარია ეს კატასტროფაა.

გიორგი ჩრდილელი

 

 

Share