ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 40% თავს დასაქმებულად მიიჩნევს, 60% კი დაუსაქმებლად.
თბილისის მონაცემებით, დასაქმებულად თავს მიიჩნევს 39%, დაუსაქმებლად კი 61%. რაც შეეხება სხვა დიდ ქალაქებს, აქ დაუსაქმებლად თავს მიიჩნევს 54%, ხოლო დანარჩენი- 46%- თავს დასაქმებულად მიიჩნევს.
სოფლებში თავს დასაქმებულად უფრო მეტი ადამიანი მიიჩნევს, ვიდრე თბილისში. ამ კითხვაზე დადებითად პასუხობს მოსახლეობის 42%. უმცირესობათა დასახლებებში კი თავს დასაქმებულად მხოლოდ 27% მიიჩნევს.
ამასთან, გამოკითხულთა 37% ამბობს, რომ არის უმუშევარი და ეძებს სამსახურს, 7% არის უმუშევარი, დაინტერესებულია სამსახურის ძებნით, თუმცა, ამჟამად არ ეძებს, 4% არის უმუშევარი და არ არის დაინტერესებული სამსახურის ძებნით. 7% სტუდენტია, 13% კი დიასახლისი. 25% არის პენსიონერი და არ არის დაინტერესებული სამსახურის პოვნით.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის საველე სამუშაოები 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,298 პირისპირ ინტერვიუ ჩატარდა. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.კვლევის შედეგების ცდომილების ზღვარი +/- 1.9%-ია.