Home » საზოგადოება » NCDC: ვინც „ფაიზერის” გარდა სხვა ვაქცინებითაა აცრილი, მესამე დოზით „ფაიზერით“ აცრას ვერ შეძლებენ

NCDC: ვინც „ფაიზერის” გარდა სხვა ვაქცინებითაა აცრილი, მესამე დოზით „ფაიზერით“ აცრას ვერ შეძლებენ

„ბუსტერზე” რეგისტრირებული მოქალაქეები ჯავშანს ვერ მიიღებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნის და რეაგირების სამმართველოს უფროსი, ანა კასრაძე ავრცელებს.

„ვინც „ფაიზერის” გარდა სხვა ვაქცინებით ხართ აცრილი და მაინც გადაწყვიტეთ გაურკვეველი მიზეზით ექსპერიმენტის ჩატარება ან „ფაიზერზე“ გაიარეთ რეგისტრაცია და სისტემამ გაგიშვათ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ მესამე დოზით „ფაიზერით“ შეძლებთ აცრას, ეს ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო ტვირთავთ სისტემას თქვენი „ექსპერიმენტით” და საბოლოო ვალიდაციის შედეგად თქვენი განაცხადი მაინც უარყოფილი იქნება”, – წერს კასრაძე.

Share