Home » მსოფლიო » ნავთობი მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი რესურსი აღარაა
ნავთობი მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი რესურსი აღარაა

ნავთობი მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი რესურსი აღარაა

მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი რესურსი არა ნავთობი, არამედ ინფორმაციაა

 

დაახლოებით საუკუნის წინ ყველაზე ფასეული რესურსი ნავთობი იყო.  დღეს კი ვხედავთ სურათს, სადაც სწორედ რომ გიგანტ ნავთობ კომპანიებთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციებს ფლობენ და ავრცელებენ ისეთი დიდი რესურსის მქონე კომპანიები, როგორიცაა: ამაზონი, ფეისბუქი, ეიფლი და მაიკროსოფტი. ისინი მსოფლიოში 5 ყველაზე ღირებულ ფირმებს შორის სახელდებიან. მათი მოგება მზარდია და 2017 წლის 1 კვარტლის მონაცემებით კოლექტიური წმინდა მოგება 25 მილიარდ დოლარს გაუტოლდა.

კომპანია გუგლმა და ფეისბუქმა ამერიკაში ციფრული რეკლამიდან მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს მოგების მაჩვენებელი. ასეთმა დომინირებამ ტექნოლოგიური გიგანტების მხრიდან დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიების წარმატება მომხმარებლის მხრიდან დიდმა დაინტერესებამ და საჭიროებამ განაპირობა. დღეს არავინ იტყვის უარს და ვერავის წარმოუდგენია ცხოვრება Google-ის საძიებო სისტემის გარეშე. ის მიდგომა რაც დღეს არსებობს კონკურენციასთან დაკავშირებით და რასაც ეკონომიკურ მონაცემებს ვუწოდებთ მოძველებულია და საჭიროებს განახლებას.

ინტერნეტმა და სმარტფონებმა ინფორმაცია უფრო ხელმისაწვდომი და ბევრად უფრო ღირებული გახადეს. გამომდინარე იქედან, რომ დღეს ადამიანებს ხშირად და პრაქტიკულად ყოველდღიურად აქვთ შეხება ციფრულ მოწყობილობებთან და შესაბამისად ინტერნეტთან, ეს ფაქტი უფრო აახლოვებთ მათ უამრავ მნიშვნელოვან ინფორმაციასთან. რაც უფრო მეტ ინფორმაციას შეაგროვებს კომპანია, მით უფრო მეტი შესაძლებლობები ჩნდება პროდუქტის განვითარებისთვის. ეს ყველაფერი კი ხელს უწყობს მომხმარებელთა მოზიდვას და შემდგომში უფრო მეტი ინფორმაციის გენერირებას, სამომავლოდ მეტი ეფექტურობის და კონკურენტუნარიანობის მისაღწევად.

იმ შემთხვევაში, როდესაც საუბარია ტექნოლოგიურ ფირმებს შორის კონკურენციაზე, უნდა გვახსოვდეს, რომ აქ ინფორმაციასთან წვდომას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მომხმარებელთა საწიროების და მოთხოვნის ინდექსის განსაზღვრა სხვადასხვა ხერხით მიიღწევა. მაგალითად, კომპანია Google მარტივად ხედავს თუ რას ეძებს და რა საჭიროება აქვთ ადამაინებს. ფეისბუქი კი გაზიარებული ინფორმაციის მეშვეობით ადგენს ამ ყველაფერს. გიგანტი კომპანიები მუდმივად ახორციელებენ კონტროლს კონკურენტებზე და იმ შემთხვევაში თუ ისინი ცდილობენ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპარვას და პროდუქტის კოპირებას, მაშინ ეს გიგანტი კომპანიები იქამდე მიმართავენ შესაბამის ზომებს სანამ ამ ფირმების მოქმედებები საზიანო შედეგს არ მოიტანს. ბევრი ფიქრობდა, რომ 2014 წელს Facebook-ის მიერ WhatsApp-ის ყიდვა 22 მილიარდ დოლარად, სწორედ ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო მოხდა.

როდესაც ახალ მიდგომებთან დაკავშირებით ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ 2 მთავარი იდეა. პირველი არის, ის რომ ანტიმონოპოლიური ხელისუფლება ინდუსტრიული ეპოქიდან 21-ე საუკუნეში უნდა გადმოვიდეს. მაგალითად, მაშინ როდესაც საუბარი იყო 2 ფირმის შერწყმასთან დაკავშირებით, ხელისუფლება ითვალისწინებდა და მხედველობაში იღებდა კომპანიების ზომას, მაშინ როდესაც ახლა უკვე ფირმის მონაცემები მათი აქტივობების შესახებ. მეორე იდეა კი ეფუძნება უფრო მეტ გამჭვირვალობას, როდესაც კომპანიები ვალდებული არიან გაუგზავნონ საჭირო ინფორმაცია მომხმარებელს იმის შესახებ თუ რა სახის ინფორმაციას ფლობენ და როგორ შოულობენ მათგან ფულს.

ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის განახლება მარტივი ნამდვილად არ იქნება, მაგრამ თუ ხელისუფლებას სურს, რომ მნიშვნელოვან ინფორმაციაზე კონტროლი არ დაამყარონ გიგანტმა კომპანიებმა, მაშინ დროა გარკვეულ ზომებს მიმართონ.

[wpolling id=”15″ width=”” height=””]

ლევან ლაგვილავა
მომზადებულია www.economist.com-ის მიხედვით

Share